https://sputnik-georgia.com/20231130/salome-gudavadze-samedicino-sferos-specialisti-284600561.html
რა არის საჭირო ფიზიკური ჯანმრთელობისა და სულიერი სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის
რა არის საჭირო ფიზიკური ჯანმრთელობისა და სულიერი სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის
Sputnik საქართველო
სალომე გუდავაძე გაცვლითი პროგრამით ნორვეგიის ტრომსოს უნივერსიტეტში იმყოფებოდა. 30.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-30T14:00+0400
2023-11-30T14:00+0400
2023-11-30T14:00+0400
საქართველო
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1d/251607800_0:163:1196:836_1920x0_80_0_0_0236067d2482861496a60aa9e3ca1073.jpg
დღევანდელი მასალის გმირი, სალომე გუდავაძე, სამედიცინო სფეროში წარმატებული სპეციალისტია. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს გააცნობიერა, რომ სამეცნიერო კვლევების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა. შემდეგ სწავლა მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში განაგრძო. მისი სადოქტორო პროექტი გლობალური ჯანდაცვის უმნიშნელოვანეს გამოწვევებს ეხებოდა. შემდგომ წლებში კლინიკის "ჯანმრთელობის სახლი გურიაში" გენერალური დირექტორი გახდა. - ქალბატონო სალომე, ჯანდაცვის სფეროში საქმიანობის სურვილი როდის გაგიჩნდათ?– სურვილი იმისა, რომ რეგიონის ჯანდაცვის სფეროში არსებული მაშინდელი გარემო უკეთესი გამხდარიყო ჯერ კიდევ ბავშვობაში გამიჩნდა. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს უკეთესობა მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების შექმნა და უზრუნველყოფაა. რაც ჩემი საქმიანობის, პროფესიის უმთავრესი მიზანია.- ნორვეგიაში გაცვლილით პროგრამაში მონაწილეობა რით იყო გამორჩეული?- ნორვეგიაში, ტრომსოს უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამით ერთი სასწავლო წლით ვიმყოფებოდი. მაშინ ბიოსტატიკისა და ეპიდემიოლოგიის საფუძვლებს, ჯანდაცვის ეკონომიკას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფილოსოფიას ვსწავლობდი. ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის მომავალი პროფესიონალისთვის, ეს პროგრამა საინტერესო და აუცილებელი იყო. სწავლების თანამედროვე პრინციპებზე აგებულისასწავლო პროგრამა ერთგვარად დიდ სიახლეს წარმოადგენდა.- ხელოვნების მუხტი როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?- ნორვეგიაში ადგილობრივი ბუნება ისე აღვიქვი, როგორც სიურრეალისტური და იქ ყოფნის დრო, სწავლის პარალელურად, ძალიან მძაფრი განცდებით დამამახსოვრდა. ვან გოგით კი ბავშვობიდან მაქვს ტვინი „მოწამლული". თუმცა, მართალია, ბავშვობის შემდეგ დიდი პაუზა მქონდა, მაგრამ ბოლო დროს ხატვის სურვილი სოციალურ ქსელებში გამოვლინდა. თავის დროზე, როცა სამხატვრო სკოლაში დავდიოდი, აკადემიური სტილით ხატვის მიმართ, ცოტა არ იყოს, დაუმორჩილებლობას ვავლენდი.- როგორ ფიქრობთ, ადამიანმა რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ფიზიკური ჯანმრთელობაც შეინარჩუნოს და სულიერი სიჯანსაღეც?- ჩავთვალოთ, რომ დღესაც ამ კითხვაზე პასუხის ძიების პროცესში ვარ. ფაქტია, რომ ჯანმრთელობა მულტიფაქტორული ღირებულებაა და მისი მიღწევა, შენარჩუნება, გნებავთ, უზრუნველყოფა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს გადაწყვეტილებას ჯანმრთელად ყოფნის შესახებ. ვფიქრობ, ბევრი სარგებელია დაფარული თავად ამ ფასეულობის, ჯანმრთელობის მიღმა, რასაც წინ წამოწევა სჭირდება, ანუ იმის ხაზგასმა, რომ უფრო მეტად მოგვინდეს ვიყოთ ჯანმრთელები.- რა შეიძლება თქვენთვის შთაგონების წყარო გახდეს?- დამიხატავს ყველაფერი, რაც განცდას და ემოციას იწვევს, მაგალითად- გალაკტიონის ლექსის „გურიის მთები“ გავლენით, ხსოვნაში დარჩენილი ნორვეგიული ბუნების ფერების გახსენების დროს, ასევე შთაგონების წყარო გამხდარა ჩემს უბანში შემოსული გაზაფხულიც, ბებიაჩემის, მარიამ ხუნდაძის გურული სოფლის გზაც კი. საერთოდ, გარემო, სადაც ვცხოვრობ ან ვყოფილვარ, თუნდაც ცხოვრება მისეული რიტმით, ყოველდღიური რუტინაც კი, რაღაც დოზით ილექება ჩემს მეხსიერებაში და შემდეგ ეს განცდები ტილოზეც გადადის. ხატვის პროცესი ჩემთვის ძალიან ორგანულია, ჩემია და არა რაღაც მეორეხარისხოვანი.ნინო მამულაშვილი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1d/251607800_0:51:1196:948_1920x0_80_0_0_2fcfbe9368edc2e6e7a42192da3d9c15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
საქართველო, ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
რა არის საჭირო ფიზიკური ჯანმრთელობისა და სულიერი სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის
სალომე გუდავაძე გაცვლითი პროგრამით ნორვეგიის ტრომსოს უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
დღევანდელი მასალის გმირი, სალომე გუდავაძე, სამედიცინო სფეროში წარმატებული სპეციალისტია. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს გააცნობიერა, რომ სამეცნიერო კვლევების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა. შემდეგ სწავლა მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში განაგრძო. მისი სადოქტორო პროექტი გლობალური ჯანდაცვის უმნიშნელოვანეს გამოწვევებს ეხებოდა. შემდგომ წლებში კლინიკის "ჯანმრთელობის სახლი გურიაში" გენერალური დირექტორი გახდა.
- ქალბატონო სალომე, ჯანდაცვის სფეროში საქმიანობის სურვილი როდის გაგიჩნდათ?
– სურვილი იმისა, რომ რეგიონის ჯანდაცვის სფეროში არსებული მაშინდელი გარემო უკეთესი გამხდარიყო ჯერ კიდევ ბავშვობაში გამიჩნდა. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს უკეთესობა მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების შექმნა და უზრუნველყოფაა. რაც ჩემი საქმიანობის, პროფესიის უმთავრესი მიზანია.
- ნორვეგიაში გაცვლილით პროგრამაში მონაწილეობა რით იყო გამორჩეული?
- ნორვეგიაში, ტრომსოს უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამით ერთი სასწავლო წლით ვიმყოფებოდი. მაშინ ბიოსტატიკისა და ეპიდემიოლოგიის საფუძვლებს, ჯანდაცვის ეკონომიკას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფილოსოფიას ვსწავლობდი. ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის მომავალი პროფესიონალისთვის, ეს პროგრამა საინტერესო და აუცილებელი იყო. სწავლების თანამედროვე პრინციპებზე აგებულისასწავლო პროგრამა ერთგვარად დიდ სიახლეს წარმოადგენდა.
- ხელოვნების მუხტი როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?
- ნორვეგიაში ადგილობრივი ბუნება ისე აღვიქვი, როგორც სიურრეალისტური და იქ ყოფნის დრო, სწავლის პარალელურად, ძალიან მძაფრი განცდებით დამამახსოვრდა. ვან გოგით კი ბავშვობიდან მაქვს ტვინი „მოწამლული". თუმცა, მართალია, ბავშვობის შემდეგ დიდი პაუზა მქონდა, მაგრამ ბოლო დროს ხატვის სურვილი სოციალურ ქსელებში გამოვლინდა. თავის დროზე, როცა სამხატვრო სკოლაში დავდიოდი, აკადემიური სტილით ხატვის მიმართ, ცოტა არ იყოს, დაუმორჩილებლობას ვავლენდი.
- როგორ ფიქრობთ, ადამიანმა რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ფიზიკური ჯანმრთელობაც შეინარჩუნოს და სულიერი სიჯანსაღეც?
- ჩავთვალოთ, რომ დღესაც ამ კითხვაზე პასუხის ძიების პროცესში ვარ. ფაქტია, რომ ჯანმრთელობა მულტიფაქტორული ღირებულებაა და მისი მიღწევა, შენარჩუნება, გნებავთ, უზრუნველყოფა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს გადაწყვეტილებას ჯანმრთელად ყოფნის შესახებ. ვფიქრობ, ბევრი სარგებელია დაფარული თავად ამ ფასეულობის, ჯანმრთელობის მიღმა, რასაც წინ წამოწევა სჭირდება, ანუ იმის ხაზგასმა, რომ უფრო მეტად მოგვინდეს ვიყოთ ჯანმრთელები.
- რა შეიძლება თქვენთვის შთაგონების წყარო გახდეს?
- დამიხატავს ყველაფერი, რაც განცდას და ემოციას იწვევს, მაგალითად- გალაკტიონის ლექსის „გურიის მთები“ გავლენით, ხსოვნაში დარჩენილი ნორვეგიული ბუნების ფერების გახსენების დროს, ასევე შთაგონების წყარო გამხდარა ჩემს უბანში შემოსული გაზაფხულიც, ბებიაჩემის, მარიამ ხუნდაძის გურული სოფლის გზაც კი. საერთოდ, გარემო, სადაც ვცხოვრობ ან ვყოფილვარ, თუნდაც ცხოვრება მისეული რიტმით, ყოველდღიური რუტინაც კი, რაღაც დოზით ილექება ჩემს მეხსიერებაში და შემდეგ ეს განცდები ტილოზეც გადადის. ხატვის პროცესი ჩემთვის ძალიან ორგანულია, ჩემია და არა რაღაც მეორეხარისხოვანი.