„ქართულმა ოცნებამ" განმარტა, რატომაა საშიში დისტანციური ელექტრონული არჩევნები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2023
გამოწერა
ასეთი არჩევნების დროს ჰაკერული შეტევის დიდი რისკია, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. დისტანციური ელექტრონული არჩევნები პრაქტიკულად არსად არ ტარდება ჰაკერული შეტევის მაღალი რისკისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბების გამო, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
„დისტანციურად ელექტრონული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეეძლება საკუთარი სახლიდან ინტერნეტით მისცეს ხმა. ასეთი არჩევნები თითქმის არსად ტარდება. გამონაკლისი არის 2-3 სახელმწიფო მსოფლიოში. იმიტომ არ ტარდება, რომ ასეთი არჩევნების დროს ძალიან დიდი რისკია ჰაკერული თავდასხმის და იმის, რომ საერთოდ არჩევნების შედეგები თავდაყირა დააყენოს იმ ძალამ, რომელსაც ეს არ აწყობს", - განაცხადა სამხარაძემ.
დეპუტატის თქმით, ტერმინებს სპეციალურად ურევენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. როგორც სამხარაძემ განმარტა, ემიგრანტებს უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილეობა საელჩოებში და საკონსულო დაწესებულებებში მიიღონ.
„ჩვენი ემიგრაციის დიდი ნაწილი არის ან ევროპაში ან აშშ-ში. აქ ჩვენ თითქმის ყველგან გვაქვს საელჩო და თითქმის ყველგან გვაქვს საკონსულო წარმომადგენლობა. ყველა ქალაქში, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა, არის დედაქალაქებში და არის დიდ ქალაქებში", - განაცხადა სამხარაძემ.
2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თთალსაზრისით.
სანამ „ნაცმოძრაობაში“ გაურკვევლობაა: „ლელომ“ კოალიცია ჩაიფიქრა>>
ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. მოსახლეობა ისევ უბნებზე მისცემს ხმას, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, ხმებს კი სპეციალური მანქანით დაითვლიან. ახალი სისტემა უკვე მოქმედებდა 2023 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დროს ზოგიერთ უბანში.
ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 ადგილი პარლამენტში პარტიებისთვის მიცემული ხმების საფუძველზე შეივსება. პარტიამ 5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს.
საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0