https://sputnik-georgia.com/20231130/kopili-coli-dachra-misi-meugle-ki-mokla-policiam-braldebuli-daakava-284599245.html
ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა: პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა: პოლიციამ ბრალდებული დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 30.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-30T11:22+0400
2023-11-30T11:22+0400
2023-11-30T11:22+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3e580e349fc893c6f372b783f4c61c5d.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 46 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. მას საგამოძიებო უწყება ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 28 ნოემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილ ცოლს, 35 წლის ქალს და მის მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.საგარეჯოში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა>>>მიყენებული დაზიანებების შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ექიმები დაშავებულის მდგომარეობას სტაბილურად, თუმცა მძიმედ აფასებენ.უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_2a35eaa8723388921b8ea50759db7958.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა: პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 46 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. მას საგამოძიებო უწყება ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 28 ნოემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილ ცოლს, 35 წლის ქალს და მის მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ექიმები დაშავებულის მდგომარეობას სტაბილურად, თუმცა მძიმედ აფასებენ.
უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.