https://sputnik-georgia.com/20231129/sagarejoshi-mamakacma-kopili-coli-dachra-misi-qmari-ki-mokla-284575269.html
საგარეჯოში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
საგარეჯოში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
Sputnik საქართველო
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დანაშაულის ჩადენის მიზეზი. 29.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-29T11:00+0400
2023-11-29T11:00+0400
2023-11-29T11:00+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/11/269541269_0:0:3175:1787_1920x0_80_0_0_13441782e6813bbb99001ca2c183bf0b.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი - Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".შემთხვევა სოფელ თულარში გვიან ღამით მოხდა.ადგილობრივების თქმით, მამაკაცმა ჯერ ყოფილი ცოლი დაჭრა, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა - მიღებული ჭრილობების შედეგად 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილ ქალს საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალსში" გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, მძიმეა.„კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 35 წლის ქალი. პაციენტს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა", - განაცხადა ექიმმა პავლე პეტრიაშვილი.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19 -109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/11/269541269_444:0:3175:2048_1920x0_80_0_0_7b3dc121c7dc800c9de990fd7996c612.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საგარეჯოში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დანაშაულის ჩადენის მიზეზი.
თბილისი, 29 ნოემბერი - Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა სოფელ თულარში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცმა ჯერ ყოფილი ცოლი დაჭრა, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა - მიღებული ჭრილობების შედეგად 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილ ქალს საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალსში" გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, მძიმეა.
„კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 35 წლის ქალი. პაციენტს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა", - განაცხადა ექიმმა პავლე პეტრიაშვილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19 -109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.