https://sputnik-georgia.com/20231129/telavis-aeroportis-msheneblobaze-konkursi-gamocxadda-284576614.html
თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ კონკურსი გამოცხადდა
თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ კონკურსი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
თელავის აეროპორტის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სულ ექვსი თანამედროვე აეროპორტი იქნება. 29.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-29T12:27+0400
2023-11-29T12:27+0400
2023-11-29T12:27+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
კახეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24349/62/243496233_0:30:2000:1155_1920x0_80_0_0_ac025a832a85c0652a88064b4a308060.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ღია ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ქართულ. ისე უცხოურ კომპანიებს.საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსანტს უნდა ჰყავდეს თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია არქიტექტორად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება და დაპროექტებული ექნება მინიმუმ ერთ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობა.მოსამზადებელი პროექტი მოიცავს აეროპორტის კონცეპტუალურ და სქემატურ დიზაინს. მომწოდებელმა უნდა მოამზადოს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის გეგმარების კონცეპტუალური პროექტი, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპონენტების მომზადებას.მათ შორის: შენობების ექსტერიერის დიზაინს მინიმუმ სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცით დაგეგმარებას; შენობების ინტერიერის სქემატურ დიზაინს; შენობების ინტერიერის, ექსტერიერის, ლანდშაფტის რენდერებს და ა.შ.აეროპორტების მშენებლობაზე 70 მლნ ლარი დაიხარჯება>>>კონკურსის დეტალური პირობების, საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე.დაინტერესებულ პირების მიერ წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 22 დეკემბერი.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თელავის ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარია გამოყოფილი - ეროპორტმა პირველი მგზავრები 2024 წლის მაის-ივნისში უნდა მიიღოს.თელავის აეროპორტის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სულ ექვსი თანამედროვე აეროპორტი იქნება.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24349/62/243496233_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_892900064e6e71f994624faefcaa306c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, კახეთი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, კახეთი , ახალი ამბები
თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ კონკურსი გამოცხადდა
თელავის აეროპორტის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სულ ექვსი თანამედროვე აეროპორტი იქნება.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ღია ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ქართულ. ისე უცხოურ კომპანიებს.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო სამწლიანი გამოცდილება აქვს. კონკურსანტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 4,5 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება", - ნათქვამია განცხადებაში.
საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსანტს უნდა ჰყავდეს თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია არქიტექტორად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება და დაპროექტებული ექნება მინიმუმ ერთ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობა.
მოსამზადებელი პროექტი მოიცავს აეროპორტის კონცეპტუალურ და სქემატურ დიზაინს. მომწოდებელმა უნდა მოამზადოს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის გეგმარების კონცეპტუალური პროექტი, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპონენტების მომზადებას.
მათ შორის: შენობების ექსტერიერის დიზაინს მინიმუმ სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცით დაგეგმარებას; შენობების ინტერიერის სქემატურ დიზაინს; შენობების ინტერიერის, ექსტერიერის, ლანდშაფტის რენდერებს და ა.შ.
კონკურსის დეტალური პირობების, საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ
ვებგვერდზე.
დაინტერესებულ პირების მიერ წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 22 დეკემბერი.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თელავის ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარია გამოყოფილი - ეროპორტმა პირველი მგზავრები 2024 წლის მაის-ივნისში უნდა მიიღოს.
თელავის აეროპორტის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სულ ექვსი თანამედროვე აეროპორტი იქნება.