„მოვუწოდებ ყველას, რომ ბიოლოგიური ნათესავები მოძებნონ!’- სისხლის აღრევა რომ არ მოხდეს
© photo: courtesy of Tamuna Museridzeთამუნა მუსერიძე
© photo: courtesy of Tamuna Museridze
გამოწერა
თამუნა მუსერიძესთან ეს ინტერვიუ BBC-ის მიერ მის აღიარებამდე ჩაიწერა.
არც ისე დიდი ხნის წინ, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა. 2021 წლის იანვარში მან შექმნა ფეისბუქ-ჯგუფი „ვეძებ”, რომელიც ძალიან მალე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. იმ დღიდან მოყოლებული ეს ჯგუფი ადამიანებს ბიოლოგიური მშობლების ძებნაში ეხმარება. ყოფილა შემთხვევა, რომ თამუნა მუსერიძემ ერთ პიროვნებას, რომელმაც მას დახმარებისთვის მიმართა, ბიოლოგიური დედა სამ საათში უპოვა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ტელეეკრანზე, ჟურნალისტის საჯარო აღიარება, რომელიც მილიონობით მაყურებელმა იხილა. 2017 წლის 3 ივნისს, მან საჯაროდ განაცხადა, რომ თავისი ნამდვილი სახელი და გვარი არ იცოდა, რადგან 32 წლის წინ, მისმა ბიოლოგიურმა დედამ ის გააშვილა. შეიძლება ითქვას, რომ მისმა გამოსვლამ საზოგადოებაში გაშვილების მკაცრად ტაბუირებული თემის მიმართ ბევრის დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა.
© photo: courtesy of Tamuna Museridzeთამუნა მუსერიძე
თამუნა მუსერიძე
© photo: courtesy of Tamuna Museridze
- თამუნა, დაახლოებით რამდენი ადამიანი დაგიკავშირდათ მას შემდეგ, რაც თქვენი ჯგუფი გახსენით?
- ამ ეტაპზე ჯგუფში 150.000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 10.000-მდე ადამიანზეა საუბარი. ეს კი ძალიან დიდი რიცხვია. აღმოჩნდა, რომ სტატისტიკურად მოპარული ბავშვი უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალურად გაშვილებული. შეფარდებით რომ ვთქვათ, 20%-ია ნებით გაშვილებული, დანარჩენი 80% მოპარული, გატაცებულია. ვფიქრობ, ძალიან დამაფიქრებელი ფაქტია.
© courtesy of Tamuna Museridzeთამუნა მუსერიძე
თამუნა მუსერიძე
© courtesy of Tamuna Museridze
-თქვენი საჯარო გამოსვლის შემდეგ ამ თემაზე ბევრი ხმამაღლა ალაპარაკდა?
- მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მსგავსი თემატიკის სიუჟეტები იყო სხვადასხვა გადაცემებში, სადაც ადამიანები საჯაროდ ჰყვებოდნენ თავისი გაშვილების ამბავს, მე მაინც გარკვეული ბიძგი ვიყავი საზოგადოებისთვის, რათა არ მორიდებოდათ და საჯაროდ მოეძებნათ ახლობელი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნებოდა დედა, შვილი თუ ნათესავი, რომლის შესახებ წლების განმავლობაში არაფერი იცოდნენ.
© photo: courtesy of Tamuna Museridzeთამუნა მუსერიძე
თამუნა მუსერიძე
- მოგვიანებით ამ თემატიკის გადაცემა ტელესივრცეშიც გაჩნდა...
- ამ თემამ ისეთი გამოხმაურება გამოიწვია, რომ ტელევიზიაში მისი გადატანა თავისთავად საჭირო გახდა. ამიტომაც „ფორმულაზე“ მიმიწვიეს. უკვე მეორე გადაცემას 500.000-მდე ადამიანმა უყურა. რადგან თემას ხალხის მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა, ჩემთვის ყველა ისტორია ამაღელვებელია, მაგრამ პირველი მაინც განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა.
© photo: courtesy of Tamuna Museridzeთამუნა მუსერიძე
თამუნა მუსერიძე
© photo: courtesy of Tamuna Museridze
-შეგიძლიათ გაიხსენოთ რა ისტორიას გულისხმობთ?
-ეს არის ამბავი, როცა ერთ ბიჭს ბიოლოგიური დედა სამ საათში ვუპოვე. მაშინ ერთი ქალბატონი გამოგვეხმაურა და ჩემთვის ძალიან მძიმე იყო მისი მოსმენა. მან მომიყვა, რომ თავისი შვილი საკუთარი ნებით გააშვილა. წლების მერე მან მოძებნა ის სოციალურ ქსელებში და მეგობრებში დაიმატა. ამის მერე მის ცხოვრებას თურმე სულ აკვირდებოდა. ყოველდღე იცოდა მისი შვილი სად იყო და რას აკეთებდა, მაგრამ სიმართლეს ვერ ეუბნებოდა. ამ დედა-შვილის დაკავშირება ჩემი საშუალებით მოხდა. ძალიან მძიმე იყო დედის აღიარების მოსმენა.
© photo: courtesy of Tamuna Museridzeთამუნა მუსერიძე
თამუნა მუსერიძე
© photo: courtesy of Tamuna Museridze
- ხშირ შემთხვევაში, საქმე დანაშაულებრივ ქმედებასთან გვაქვს საქმე...
-- ბევრ გაშვილებულს ეგონა, რომ დედამ ის საკუთარი ნებით გაყიდა, მაგრამ ჩვენი ჯგუფის დახმარებით აღმოაჩინეს, რომ დედას, თურმე, თავისი შვილი წლების განმავლობაში გარდაცვლილი ეგონა. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ მოძებნონ ბიოლოგიური ნათესავები, პირველ რიგში,იმიტომ, რომ სისხლის აღრევა არ მოხდეს. ერთი ისტორია მახსენდება: ბიოლოგიური დები მეზობლები, მეგობრებიც კი იყვნენ, მაგრამ არ იცოდნენ, რომ მათ შორის ნათესაური კავშირი იყო. მათ შვილებს შორის რაიმე რომ მომხდარიყო, უდიდესი ცოდვის წინაშე ხომ დავდგებოდით? აი, ზუსტად ამიტომ უნდა დაიწყონ მათ ძებნა, ჩვენ კი შეძლებისდაგვარად დავეხმარებით.
- როგორ მიმართავთ მათ, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა?
- აყვანილ ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დღეს აღარ არის სირცხვილი იმის თქმა, რომ ნაშვილები ხარ, რომ შენი მშობლები ბიოლოგიური დედა და მამა არ არიან, ამიტომ საჯაროდ მოძებნონ თავისი ბიოლოგიური დედები. მათ უნდა იცოდნენ სიმართლე- თუ სად და როგორ დაიწყო მათი ისტორია, ეს კი დედის გარდა არავინ იცის.
© courtesy of Tamuna Museridzeთამუნა მუსერიძე
თამუნა მუსერიძე
© courtesy of Tamuna Museridze
- თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი თქვენს გვერდზე პოსტებს ისევ ანონიმურად ათავსებენ...
- დიახ, ასეა, ბევრი ანონიმურად გვაძებნინებს ახლობელს, რადგან იმის აღიარება, რომ აყვანილია, წლების მანძილზე სირცხვილად ითვლებოდა. ბავშვის აყვანა და ამის საჯაროდ თქმა თავის მოჭრა იყო. მე მინდა ყველა დედას მივმართო, ვისაც ბავშვი ჰყავს აყვანილი, რომ ეს სამარცხვინო კი არა, უდიდესი გმირობაა. ამის დამალვა კი დიდი ცოდვაა. რადგან ადრე თუ გვიან, არ აქვს ასაკს მნიშვნელობა, სიმართლეს აბსოლუტურად ყველა იგებს.
ნინო მამულაშვილი