https://sputnik-georgia.com/20231129/samarcxvino-da-sekvetili-irakli-kobaxize-politicos-statiaze-ivanisvilis-sesaxeb-284593022.html
სამარცხვინო და შეკვეთილი - ირაკლი კობახიძე Politico-ს სტატიაზე ივანიშვილის შესახებ
სამარცხვინო და შეკვეთილი - ირაკლი კობახიძე Politico-ს სტატიაზე ივანიშვილის შესახებ
Sputnik საქართველო
ექს-პრემიერს მოიხსენიებენ, როგორც ოლიგარქს, რომელიც თითქოსდა „ანგარიშვალდებულია რუსეთის წინაშე“ 29.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-29T23:25+0400
2023-11-29T23:25+0400
2023-11-29T23:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249884599_0:176:2048:1329_1920x0_80_0_0_61a508108c3c5942e3f1d47a8f7cb195.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ევროპულ გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებული მასალა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეკვეთილი და სამარცხვინოა, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.გამოცემა Politico-ს ვერსიით, ივანიშვილი 2024 წლის ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიურ რეიტინგში მოხვდა. ივანიშვილი „დამანგრეველთა" (disrupter) კატეგორიაში მერვე ადგილზეა. მას ასევე მოიხსენიებენ როგორც ოლიგარქს, რომელიც თითქოსდა „ანგარიშვალდებულია რუსეთის წინაშე“, სადაც მან თავისი ქონება დააგროვა.ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების ოპონენტების ლობისტური საქმიანობის შესახებ პერიოდულად ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი აშშ-ში უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) წყალობით, რომლის ანალოგის მიღებაც საქართველოში 2023 წლის მარტში იგეგმებოდა, მაგრამ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო ის ჩავარდა.კობახიძე არ გამორიცხავს რომ პირი, რომელმაც სტატიის გამოქვეყნებაში ფული გადაიხადა, შესაძლოა „იყოს თუნდაც ლოკალური ქართული სუბიექტი“.კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები - მას შვეიცარიულ ბანკში თანხები გაუყინეს.„თუმცა ბიძინა ივანიშვილი არ წავიდა ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც შეუქმნიდა პრობლემას მის ქვეყანას და მიაყენებდა ზიანს. არავითარი მინიშნებები არ არის საჭირო და რა თქმა უნდა ვერავითარი შანტაჟი, მითუმეტეს Politico-ში დაბეჭდილი სტატიის სახით ვერაფერს შეცვლის“, - აღნიშნა კობახიძემ.ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანას სწორედ ივანიშვილი მართავს, ხოლო ხელისუფლების სათავეში მისი მარიონეტები არიან. მათი თქმით, ივანიშვილის ხელით მმართველი პარტია ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის, რის გამოც მის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ექს-პრემიერი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ქვეყნის მართვაში არანაირად არ ერევა.Credit Suisse-ს ივანიშვილის სასარგებლოდ 750 მილიონი დოლარის დეპოზიტზე განთავსება დაეკისრა >>ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სასამართლო პროცესი აქვს. მან გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.2023 წლის ივნისის ბოლოს ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249884599_317:180:1996:1439_1920x0_80_0_0_bf30927a27efca7e28f56f26af1d6b7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
სამარცხვინო და შეკვეთილი - ირაკლი კობახიძე Politico-ს სტატიაზე ივანიშვილის შესახებ
ექს-პრემიერს მოიხსენიებენ, როგორც ოლიგარქს, რომელიც თითქოსდა „ანგარიშვალდებულია რუსეთის წინაშე“
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ევროპულ გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებული მასალა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეკვეთილი და სამარცხვინოა, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
გამოცემა Politico-ს ვერსიით, ივანიშვილი 2024 წლის ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიურ რეიტინგში მოხვდა. ივანიშვილი „დამანგრეველთა" (disrupter) კატეგორიაში მერვე ადგილზეა. მას ასევე მოიხსენიებენ როგორც ოლიგარქს, რომელიც თითქოსდა „ანგარიშვალდებულია რუსეთის წინაშე“, სადაც მან თავისი ქონება დააგროვა.
„ეს არის სამარცხვინო... Politico-ს სტატია, მაღალი ალბათობით არის შეკვეთილი. შეიძლება ხვალ-ზეგ ვნახოთ მსგავსი დაფინანსების წყარო FARA-ს საიტზე. როგორც წესი, ასეთი სტატიები იწერება ხოლმე შეკვეთით, ფულის სანაცვლოდ“, -განაცხადა კობახიძემ.
ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების ოპონენტების ლობისტური საქმიანობის შესახებ პერიოდულად ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი აშშ-ში უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) წყალობით, რომლის ანალოგის მიღებაც საქართველოში 2023 წლის მარტში იგეგმებოდა, მაგრამ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო ის ჩავარდა.
კობახიძე არ გამორიცხავს რომ პირი, რომელმაც სტატიის გამოქვეყნებაში ფული გადაიხადა, შესაძლოა „იყოს თუნდაც ლოკალური ქართული სუბიექტი“.
„ჩვენ ვიცით, რომ დარბიან სუბიექტები, აღიარებენ თან ამას, ვაშინგტონში თუ ბრიუსელში კაბინეტებში და ითხოვენ ქართველი პოლიტიკოსების თუ სხვა ადამიანების სანქცირებას. შეიძლება ასეთი ლოკალური პრობლემა იყოს სახეზე“, - აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები - მას შვეიცარიულ ბანკში თანხები გაუყინეს.
„თუმცა ბიძინა ივანიშვილი არ წავიდა ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც შეუქმნიდა პრობლემას მის ქვეყანას და მიაყენებდა ზიანს. არავითარი მინიშნებები არ არის საჭირო და რა თქმა უნდა ვერავითარი შანტაჟი, მითუმეტეს Politico-ში დაბეჭდილი სტატიის სახით ვერაფერს შეცვლის“, - აღნიშნა კობახიძემ.
ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანას სწორედ ივანიშვილი მართავს, ხოლო ხელისუფლების სათავეში მისი მარიონეტები არიან. მათი თქმით, ივანიშვილის ხელით მმართველი პარტია ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის, რის გამოც მის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ექს-პრემიერი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ქვეყნის მართვაში არანაირად არ ერევა.
ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სასამართლო პროცესი აქვს. მან გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.
ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.
2023 წლის ივნისის ბოლოს ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.