https://sputnik-georgia.com/20231129/ra-etapzea-saqartvelosi-yvelaze-grzeli-gvirabis-msenebloba-284576258.html
რა ეტაპზეა საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა
რა ეტაპზეა საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა
Sputnik საქართველო
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23-კილომეტრიანი გზის, ხუთი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა. 29.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-29T12:04+0400
2023-11-29T12:04+0400
2023-11-29T12:04+0400
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259873505_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_5c53bb434873b84fa6d848c7834e5f63.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ქვეშეთი–კობის ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ფინიშს უახლოვდება - უკვე გათხრილია რვა კილომეტრი, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ "საცობში" დგომა. უწყების ინფორმაციით, გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი–კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი (TBM) დანადგარით წარმოებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა იქნება. მთლიანობაში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23-კილომეტრიანი გზის, ხუთი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა. ახალი გზის მეშვეობით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან. გზა აღარ ჩაიკეტება და სოფელში მცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე. საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი გაიჭრა>>ზამთარში აღარ შეიზღუდება სატრანზიტო მოძრაობა, გაიზრდება ტვირთბრუნვა, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა და ტურისტული ცენტრი, რაც კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის გადაადგილებას და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. ახალ გზაზე დაცული იქნება გადაადგილების უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტი და შემცირდება გადაადგილების დროც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათამდე სჭირდება (ზამთარში უფრო მეტიც) და ზვავსაშიშროებიდან გამომდინარე ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. ამას გარდა, თბილისი–გუდაურის მიმართულებით გადაადგილების დროც 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი გახდება, ხოლო თბილისი–სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება. ქვეშეთი–კობის გზის პროექტი ხორციელდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ზედამხედველობით, აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკების მხარდაჭერით. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259873505_242:0:2973:2048_1920x0_80_0_0_f27f6bff4f9e5a686c5d61f4e06b6352.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
რა ეტაპზეა საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23-კილომეტრიანი გზის, ხუთი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ქვეშეთი–კობის ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ფინიშს უახლოვდება - უკვე გათხრილია რვა კილომეტრი, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ "საცობში" დგომა.
უწყების ინფორმაციით, გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი–კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი (TBM) დანადგარით წარმოებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.
საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა იქნება.
მთლიანობაში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23-კილომეტრიანი გზის, ხუთი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა.
ახალი გზის მეშვეობით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან. გზა აღარ ჩაიკეტება და სოფელში მცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე.
ზამთარში აღარ შეიზღუდება სატრანზიტო მოძრაობა, გაიზრდება ტვირთბრუნვა, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა და ტურისტული ცენტრი, რაც კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის გადაადგილებას და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
ახალ გზაზე დაცული იქნება გადაადგილების უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტი და შემცირდება გადაადგილების დროც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათამდე სჭირდება (ზამთარში უფრო მეტიც) და ზვავსაშიშროებიდან გამომდინარე ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.
ამას გარდა, თბილისი–გუდაურის მიმართულებით გადაადგილების დროც 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი გახდება, ხოლო თბილისი–სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.
ქვეშეთი–კობის გზის პროექტი ხორციელდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ზედამხედველობით, აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკების მხარდაჭერით. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.