https://sputnik-georgia.com/20231122/saqartvelosi-yvelaze-grzeli-gvirabi-gaiwra-284414768.html
საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი გაიჭრა
საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი გაიჭრა
Sputnik საქართველო
გვირაბი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია. 22.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-22T18:21+0400
2023-11-22T18:21+0400
2023-11-22T18:21+0400
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/16/284411844_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_4c82a315f9fcd9cdd0c7dca7c65ff3d2.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე, ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე საქართველოში ყველაზე გრძელი – 1,8 ათასი მეტრის სიგრძის გვირაბი გაიჭრა, რომელიც საერთაშორისო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.რიკოთი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აერთიანებს და ამავე დროს აღმოსავლეტი–დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზა 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ეს გზა მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.მისი თქმით, ახალი გვირაბი მნიშვნელოვანია, რადგან მასში საავტომობილო მოძრაობის გახსნის შემდეგ შესაბამისი სამუშაოები არსებულ გვირაბში დაიწყება.ამას გარდა, ტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე ახალ, 2,4 კმ სიგრძის გზაზე გადაერთო. გზის ძველ მონაკვეთზე გრძელდება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები.მინისტრის განცხადებით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს 33 ფერდზე. ასევე დაწყებულია სატენდერო პროცედურები 149-ე კმ-ზე, მიმდინარე წლის დასაწყისში მონიტორგინის შედეგად გამოვლენილი პოტენციური მეწყრული უბნის სტაბილიზაციის სამუშაოების ჩასატარებლად.უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან გაჭრილია 50, ხოლო დაგეგმილი 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 83.უკვე გაიხსნა რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთი, რომელიც იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან. ხევი-შორაპნის მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს. მისი წყალობით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მგზავრობის დრო 25 წუთით შემცირდა. აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ყველა დანარჩენ ხიდსა და გვირაბზე.ჩუმნათელეთი–ხევის მონაკვეთი მშენებლობა საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც ხელი მოაწერეს ევროპის საინვესტიციო ბანკმა და მსოფლიო ბანკმა.მთლიანობაში, ავტომობილების გადაადგილებისთვის უკვე გახსნილია აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის 60%–ზე მეტი (261 კმ); სამშენებლო სამუშაოები გრძელდება ავტომაგისტრალის 81 კილომეტრზე.ყველაზე რთული მონაკვეთი - მინისტრი რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის შესახებ>>რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად.აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/16/284411844_1:0:1280:959_1920x0_80_0_0_436d7f7016dc11a33269ea667d400ac3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი გაიჭრა
გვირაბი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე, ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე საქართველოში ყველაზე გრძელი – 1,8 ათასი მეტრის სიგრძის გვირაბი გაიჭრა, რომელიც საერთაშორისო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
რიკოთი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აერთიანებს და ამავე დროს აღმოსავლეტი–დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზა 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ეს გზა მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
„ახალი გვირაბის საბოლოო მოსახვის სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, მოეწყობა საფარი, დასრულდება საინჟინრო და ელექტროქსელების მონტაჟი, რის შემდეგაც გვირაბში გაიხსნება ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
მისი თქმით, ახალი გვირაბი მნიშვნელოვანია, რადგან მასში საავტომობილო მოძრაობის გახსნის შემდეგ შესაბამისი სამუშაოები არსებულ გვირაბში დაიწყება.
ამას გარდა, ტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე ახალ, 2,4 კმ სიგრძის გზაზე გადაერთო. გზის ძველ მონაკვეთზე გრძელდება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები.
მინისტრის განცხადებით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს 33 ფერდზე. ასევე დაწყებულია სატენდერო პროცედურები 149-ე კმ-ზე, მიმდინარე წლის დასაწყისში მონიტორგინის შედეგად გამოვლენილი პოტენციური მეწყრული უბნის სტაბილიზაციის სამუშაოების ჩასატარებლად.
„149-ე კილომეტრზე წლის დასაწყისში მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი იქნა მეწყრის პოტენციური კერა ძველ გზასთან 200 მეტრის მოშორებით, რის გამოც გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და დაწესდა სპეციალური რეჟიმი. ღონისძიებები გრძელდება იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში გაუქმდეს რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ტრანსპორტისთვისაც“, – განაცხადა ქარსელაძემ.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან გაჭრილია 50, ხოლო დაგეგმილი 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 83.
უკვე გაიხსნა რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთი, რომელიც იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან. ხევი-შორაპნის მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს. მისი წყალობით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მგზავრობის დრო 25 წუთით შემცირდა. აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ყველა დანარჩენ ხიდსა და გვირაბზე.
ჩუმნათელეთი–ხევის მონაკვეთი მშენებლობა საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც ხელი მოაწერეს ევროპის საინვესტიციო ბანკმა და მსოფლიო ბანკმა.
მთლიანობაში, ავტომობილების გადაადგილებისთვის უკვე გახსნილია აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის 60%–ზე მეტი (261 კმ); სამშენებლო სამუშაოები გრძელდება ავტომაგისტრალის 81 კილომეტრზე.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად.
აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.