ბათუმში 40-წლამდე მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2023
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში 40-წლამდე მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა ბათუმში 26 ნოემბერს მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ნაცნობი მამაკაცი ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0