https://sputnik-georgia.com/20231128/safrangetsi-qartvelebi-qurdobistvis-daakaves-284566108.html
საფრანგეთში ქურდობისთვის ქართველები დააკავეს
საფრანგეთში ქურდობისთვის ქართველები დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულები 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, არანაკლებ 36 ეპიზოდში არიან ეჭვმიტანილები. 28.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-28T19:11+0400
2023-11-28T19:11+0400
2023-11-28T20:39+0400
შემთხვევები
საფრანგეთი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23872/52/238725255_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_b9f87c9b67c5fc50ad37a81865630604.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი– Sputnik. საფრანგეთის ჟანდარმერიამ ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში, ჟირონდაში, ათობით ქურდობისთვის ხუთი ქართველი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით.ქურდობის ფაქტები ძირითადად ბორდოს რაიონში ხდებოდა. დაკავებულები 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სულ ცოტა 36 ეპიზოდში არიან ეჭვმიტანილები.პოლიციამ 250 მოპარული ნივთიც აღმოაჩინა, რომელთა უმეტესობა ძვირფასეულობა იყო, ასევე ამოღებულია კომპიუტერები, ტელეფონები და სათვალეები.ხუთივე ქართველი ჟანდარმერიის ორმა სამეთვალყურეო და ინტერვენციულმა რაზმმა (PSIG) რამდენიმე კვირის გამოძიების შემდეგ დააკავა.„ეს საქმე დაიწყო კონკრეტული მანქანის შესახებ ცნობიდან, რომელიც დაკავშირებულია ქურდობასთან", - განმარტა ესკადრილიის ლიდერმა რომენ რენომ გამოცემა Le figaro-სთან საუბარში.საბერძნეთში ქურდობისთვის ქართველები დააკავეს>>ვიდეოთვალთვალის სისტემით შესაძლებელი გახდა ავტომობილის იდენტიფიცირება. აქტიური მეთვალყურეობის შემდეგ გაირკვა, რომ ამ ქურდობების უკან ხუთი ქართველი დგას.„ისინი ძალიან სწრაფები არიან, სძინავთ თავიანთ მანქანაში და შეუძლიათ რამდენიმე ქურდობის ჩადენა იმავე საღამოს," - განაცხადა საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა.ხუთი ბრალდებული ქართველი საფრანგეთში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სასამართლო პროცესი ბორდოში 21 დეკემბერს გაიმართება.
საფრანგეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23872/52/238725255_71:0:924:640_1920x0_80_0_0_175fed404f5744e5ab08521b6765a697.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, საფრანგეთი , საქართველო, ახალი ამბები
შემთხვევები, საფრანგეთი , საქართველო, ახალი ამბები
საფრანგეთში ქურდობისთვის ქართველები დააკავეს
19:11 28.11.2023 (განახლებულია: 20:39 28.11.2023) დაკავებულები 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, არანაკლებ 36 ეპიზოდში არიან ეჭვმიტანილები.
თბილისი, 28 ნოემბერი– Sputnik. საფრანგეთის ჟანდარმერიამ ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში, ჟირონდაში, ათობით ქურდობისთვის ხუთი ქართველი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით.
ქურდობის ფაქტები ძირითადად ბორდოს რაიონში ხდებოდა. დაკავებულები 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სულ ცოტა 36 ეპიზოდში არიან ეჭვმიტანილები.
პოლიციამ 250 მოპარული ნივთიც აღმოაჩინა, რომელთა უმეტესობა ძვირფასეულობა იყო, ასევე ამოღებულია კომპიუტერები, ტელეფონები და სათვალეები.
ხუთივე ქართველი ჟანდარმერიის ორმა სამეთვალყურეო და ინტერვენციულმა რაზმმა (PSIG) რამდენიმე კვირის გამოძიების შემდეგ დააკავა.
„ეს საქმე დაიწყო კონკრეტული მანქანის შესახებ ცნობიდან, რომელიც დაკავშირებულია ქურდობასთან", - განმარტა ესკადრილიის ლიდერმა რომენ რენომ გამოცემა Le figaro-სთან საუბარში.
ვიდეოთვალთვალის სისტემით შესაძლებელი გახდა ავტომობილის იდენტიფიცირება. აქტიური მეთვალყურეობის შემდეგ გაირკვა, რომ ამ ქურდობების უკან ხუთი ქართველი დგას.
„ისინი ძალიან სწრაფები არიან, სძინავთ თავიანთ მანქანაში და შეუძლიათ რამდენიმე ქურდობის ჩადენა იმავე საღამოს," - განაცხადა საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა.
ხუთი ბრალდებული ქართველი საფრანგეთში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სასამართლო პროცესი ბორდოში 21 დეკემბერს გაიმართება.