საბერძნეთში ქურდობისთვის ქართველები დააკავეს

© photo: Sputnik / Kostis Ntantamis / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთის პოლიცია
საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2023
გამოწერა
პოლიცია მათ 100 000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობის მოპარვას ედავება.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ჰერაკლიონში, კრეტაზე ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული, იუწყება მთავარი არხი ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
საბერძნეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულები არიან 37 და 32 წლის ქართველები, რომლებმაც 11 აპრილიდან 17 აგვისტოს შუალედში კრეტაზე მდიდრული სახლები სულ მცირე ექვსჯერ გაქურდეს.
ქართველებმა 100 000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს, შემდეგ ის გაყიდეს და თანხის ნაწილი დახარჯეს.
ბერძენი სამართალდამცველების ცნობით, საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0