https://sputnik-georgia.com/20231128/mtavrobam-2024-wlis-biujetze-mushaoba-daasrula-284545187.html
საქართველოს მთავრობამ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა დაასრულა
საქართველოს მთავრობამ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა დაასრულა
Sputnik საქართველო
ხუციშვილის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ზრდას როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. 28.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-28T09:49+0400
2023-11-28T09:49+0400
2023-11-28T09:49+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251487872_0:145:2048:1298_1920x0_80_0_0_6963accd354fd947615f6cbb6c0e9606.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს პარლამენტში უახლოეს პერიოდში წარადგენს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბრიფინგზე.საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა დაასრულა და დასამტკიცებლად პარლამენტს 1 დეკემბერს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს.მინისტრის თქმით, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ძირითადი საბიუჯეტი პარამეტრები უცვლელი დარჩა და ეკონომიკური პარამეტრები პროგნოზირებულია საკმაოდ კონსერვატიულად.საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა იქნება - პრემიერ-მინისტრი>>>2024 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზის თანახმად, ეკონომიკური ზრდა 5,2%-ს შეადგენს, ბიუჯეტის დეფიციტი - 2,5%-ს, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის დაახლოებით 38% იქნება.აღნიშნული პარამეტრებით მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი მომავალ წელს 86 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მშპ 8,5 ათას დოლარს გადააჭარბებს.მინისტრის ინფორმაციით, 2027 წლისთვის პროგნოზირებულია საქართველოს ეკონომიკური ზომა 108 მილიარდ ლარამდე, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 11 ათას დოლარს შეადგენს.„რაც შეეხება უშუალოდ ხარჯვით ნაწილს, ხარჯვითი ნაწილი, დაახლოებით, 165 მლნ ლარით გაიზრდება იმ ვარიანტთან შედარებით, რაც უკვე განხილული იყო მეორე წარდგენაზე", - განაცხადა ხუციშვილმა.რას მოხმარდება თანხებიხუციშვილის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ზრდას როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. 2024 წელს იზრდება პენსიები და სოციალური გასაცემელები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზრდაა დაგეგმილი განათლების სფეროში.მისი თქმით, 250 მლნ ლარი დამატებით იქნა გათვალისწინებული თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებაზე კი ჯამში 6,7 მლრდ ლარი იქნება მიმართული.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება რეგიონებზე. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, დაახლოებით, 130 მლნ ლარამდე გაიზრდება. ასევე, 15 მლნ ლარი არის გამოყოფილი გურიაში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულებისათვის. მიმდინარე წელს სტიქიასთან ბრძოლისთვის მთავრობამ 15 მლნ ლარი უკვე გამოყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251487872_138:150:1758:1365_1920x0_80_0_0_907b86ed48ff35c573160e7a1b3dded6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს მთავრობამ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა დაასრულა
ხუციშვილის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ზრდას როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს პარლამენტში უახლოეს პერიოდში წარადგენს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბრიფინგზე.
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა დაასრულა და დასამტკიცებლად პარლამენტს 1 დეკემბერს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს.
„კონსოლიდირებული ბიუჯეტის მოცულობა 28 მილიარდ 760 მილიონ ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა კი 25 მილიარდ ლარს გადააჭარბებს", - განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ძირითადი საბიუჯეტი პარამეტრები უცვლელი დარჩა და ეკონომიკური პარამეტრები პროგნოზირებულია საკმაოდ კონსერვატიულად.
2024 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზის თანახმად, ეკონომიკური ზრდა 5,2%-ს შეადგენს, ბიუჯეტის დეფიციტი - 2,5%-ს, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის დაახლოებით 38% იქნება.
აღნიშნული პარამეტრებით მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი მომავალ წელს 86 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მშპ 8,5 ათას დოლარს გადააჭარბებს.
მინისტრის ინფორმაციით, 2027 წლისთვის პროგნოზირებულია საქართველოს ეკონომიკური ზომა 108 მილიარდ ლარამდე, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 11 ათას დოლარს შეადგენს.
„რაც შეეხება უშუალოდ ხარჯვით ნაწილს, ხარჯვითი ნაწილი, დაახლოებით, 165 მლნ ლარით გაიზრდება იმ ვარიანტთან შედარებით, რაც უკვე განხილული იყო მეორე წარდგენაზე", - განაცხადა ხუციშვილმა.
ხუციშვილის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ზრდას როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. 2024 წელს იზრდება პენსიები და სოციალური გასაცემელები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზრდაა დაგეგმილი განათლების სფეროში.
„ჯამში, განათლების სექტორს 600 მლნ ლარამდე თანხა ემატება როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტების მიმართულებით", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, 250 მლნ ლარი დამატებით იქნა გათვალისწინებული თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებაზე კი ჯამში 6,7 მლრდ ლარი იქნება მიმართული.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება რეგიონებზე. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, დაახლოებით, 130 მლნ ლარამდე გაიზრდება. ასევე, 15 მლნ ლარი არის გამოყოფილი გურიაში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულებისათვის. მიმდინარე წელს სტიქიასთან ბრძოლისთვის მთავრობამ 15 მლნ ლარი უკვე გამოყო.