https://sputnik-georgia.com/20231128/mari-lelashvili-mxatvari-284549086.html
როცა ცხოვრების გაფერადება სულიდან იწყება
როცა ცხოვრების გაფერადება სულიდან იწყება
Sputnik საქართველო
2013 წელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის2013 წელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დააჯილდოვეს. დააჯილდოვეს. 28.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-28T14:00+0400
2023-11-28T14:00+0400
2023-11-28T14:00+0400
ინტერვიუ
საქართველო
კულტურა საქართველოში
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24437/62/244376228_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_da0433b7dfd0fdb15a1c3008bca7e325.jpg
სამყაროს ფერები რომ არ გახუნდეს ადამიანმა სიყვარული არ უნდა დაკარგოსდა ყალბი არ უნდა იყოს. ახლობელს კი სიურპრიზები არ მოაკლოს და საკუთარი თავი ყოველთვის ახალი სახით წარმოაჩინოს. ასე ფიქრობს მხატვარი ფერმწერი მარი ლელაშვილი. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრს სხვადასხვა გამოფენებსა და ფესტივალებზე აქვს მონაწილეობა მიღებული. ამის გარდა ვირსალაძის სამხატვრო სკოლაში 33 წელზე მეტია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მხატვრის ნამუშევრები საქართველოს გარდა არა ერთ უცხოურ ქვეყანაში, კერძო კოლექციაშია.1990 წელს, როცა სათნოების სახლი „კათარზისი“ დაარსდა, სპეციალურად მისთვის ლოგო სწორედ ქალბატონმა მარიმ შექმნა.- ქალბატონო მარი, დღეს სახელოვნებო წრეებში დიდი კონკურენციაა და ამან ხომ არ გაურთულა მხატვარს საქმიანობა?-დიახ, მართლაც დიდი კონკურენციის პირობებში ე.წ. „შემოქმედi ადამიანები“ მომრავლდნენ. ამიტომ უფრო რთულია იყო წარმატებული შენი საყვარელი საქმის კეთების დროს. თანაც, როდესაც პედაგოგიც ხარ. ასწავლო მოზარდებს ბუნების, სილამაზის, სიკეთის, სიყვარულის ფერთა საშუალებით გადმოცემა და თანაც, ხატო და გამოფენებში მონაწილეობაც მიიღო.- ძირითადად ყვავილებს, ნატურმორტებს და პეიზაჟებს ხატავთ, ამას როგორ ახსნით?- ადრეც და დღესაც ყვავილების არა მარტო ხატვა მიყვარს, არამედ მათი მოვლა და გამრავლებაც. ამ თემატიკაზე ხატვა მიტაცებდა იმიტომ, რომ ამითშეიძლება სრულად აითვისო და გადმოსცე ფერწერისა და ფერთა პალიტრის ყველა საშუალება. ყველაზე დიდი ემოცია ყვავილებს მოაქვს, ამჯერად მათ ხატვას არ ვგულისხმობ. ცოცხალი ყვავილები ჩემი სუსტი წერტილია. ყვავილებს კიდევ რაღაცეებიც მოყვება ხოლმე. ძალიან ბევრი ყვავილი მაქვს, ჩემი სახლის ნახევარი ალბათ ყვავილებს უკავია.-გამოდის, როცა გარეთ ზამთარია,თქვენს სახლში გაზაფხულია, შესაბამისად თქვენი საყვარელი ფერი მწვანეა?-დიახ, ჩემთვის მწვანე ფერი ემოციაა და ის მუხტიც, რაც სიცოცხლეს მილამაზებს. მინდა ყველა ადამიანის სულსა და გულში სითბო და მწვანე ფერი იყოს ამობიბინებული. ასე ვხედავ სამყაროს და ჩემს მოსწავლეებსაც ასე ვეუბნები, რომ სიამოვნება როცა ყოველთვის სიყვარულს გრძნობ. ესაა ალბათ ის, რის გამოც ჩემს საქმეს ასე სუფთად ვუდგები.- რა არის თქვენთვის ხელოვნება? -ვფიქრობ, ცხოვრების გაფერადება სულიდან იწყება, თუკი სული ხალისიანია და გონება სუფთა, გარემო ყოველთვის მხიარულ ფერებშია. ხელოვნება კი სხვადასხვა შემოქმედებითი საშუალებებით ამ ლამაზი ფერების და განწყობის სხვა ადამიანებისათვის გადაცემაა.- რომელიმე ნახატს შექმნის უჩვეულო წინაპირობა ხომ არ აქვს?- მე მაქვს ერთი ნახატი, რომელსაც შექმნის უჩვეულო ისტორია აქვს. ესაა ნახატი „პიკნიკზე“. ქალაქგარეთ ვიყავით გასული და ძველ მეგობრებთან ერთად გვახლდა რამდენიმე ახალი გაცნობილიც, სწორედ იმ პიკნიკზე ვიპოვე ჩემი სიყვარული. იმ ნახატში პიკნიკის თემაა და ის დეკორშია გაკეთებული. მაშინ პიკნიკზე იმდენად გავერთეთ, რომ ჩემს თმებში საიდანღაც ასკილის ლამაზი ყვავილი აღმოჩნდა. როცა აზრზე მოვედი, მოვიკითხე-ნეტავ, საიდან აღმოჩნდა ეს ყვავილი ჩემს თავზე მეთქი?- პიკნიკზე. მაშინ გაცნობილი ადამიანი მომავალში, ჩემი მეორე ნახევარი აღმოჩნდა, ასკილის ყვავილი კი მისი სურვილით გაჩნდა ჩემს თავზე...ნინო მამულაშვილი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24437/62/244376228_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_4be902f6bcbfdfef6afe391d83d5a208.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საქართველო, კულტურა საქართველოში, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საქართველო, კულტურა საქართველოში, საინტერესო ადამიანები
როცა ცხოვრების გაფერადება სულიდან იწყება
2013 წელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის2013 წელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დააჯილდოვეს. დააჯილდოვეს.
სამყაროს ფერები რომ არ გახუნდეს ადამიანმა სიყვარული არ უნდა დაკარგოსდა ყალბი არ უნდა იყოს. ახლობელს კი სიურპრიზები არ მოაკლოს და საკუთარი თავი ყოველთვის ახალი სახით წარმოაჩინოს. ასე ფიქრობს მხატვარი ფერმწერი მარი ლელაშვილი. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრს სხვადასხვა გამოფენებსა და ფესტივალებზე აქვს მონაწილეობა მიღებული. ამის გარდა ვირსალაძის სამხატვრო სკოლაში 33 წელზე მეტია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მხატვრის ნამუშევრები საქართველოს გარდა არა ერთ უცხოურ ქვეყანაში, კერძო კოლექციაშია.1990 წელს, როცა სათნოების სახლი „კათარზისი“ დაარსდა, სპეციალურად მისთვის ლოგო სწორედ ქალბატონმა მარიმ შექმნა.
- ქალბატონო მარი, დღეს სახელოვნებო წრეებში დიდი კონკურენციაა და ამან ხომ არ გაურთულა მხატვარს საქმიანობა?
-დიახ, მართლაც დიდი კონკურენციის პირობებში ე.წ. „შემოქმედi ადამიანები“ მომრავლდნენ. ამიტომ უფრო რთულია იყო წარმატებული შენი საყვარელი საქმის კეთების დროს. თანაც, როდესაც პედაგოგიც ხარ. ასწავლო მოზარდებს ბუნების, სილამაზის, სიკეთის, სიყვარულის ფერთა საშუალებით გადმოცემა და თანაც, ხატო და გამოფენებში მონაწილეობაც მიიღო.
- ძირითადად ყვავილებს, ნატურმორტებს და პეიზაჟებს ხატავთ, ამას როგორ ახსნით?
- ადრეც და დღესაც ყვავილების არა მარტო ხატვა მიყვარს, არამედ მათი მოვლა და გამრავლებაც. ამ თემატიკაზე ხატვა მიტაცებდა იმიტომ, რომ ამითშეიძლება სრულად აითვისო და გადმოსცე ფერწერისა და ფერთა პალიტრის ყველა საშუალება. ყველაზე დიდი ემოცია ყვავილებს მოაქვს, ამჯერად მათ ხატვას არ ვგულისხმობ. ცოცხალი ყვავილები ჩემი სუსტი წერტილია. ყვავილებს კიდევ რაღაცეებიც მოყვება ხოლმე. ძალიან ბევრი ყვავილი მაქვს, ჩემი სახლის ნახევარი ალბათ ყვავილებს უკავია.
-გამოდის, როცა გარეთ ზამთარია,თქვენს სახლში გაზაფხულია, შესაბამისად თქვენი საყვარელი ფერი მწვანეა?
-დიახ, ჩემთვის მწვანე ფერი ემოციაა და ის მუხტიც, რაც სიცოცხლეს მილამაზებს. მინდა ყველა ადამიანის სულსა და გულში სითბო და მწვანე ფერი იყოს ამობიბინებული. ასე ვხედავ სამყაროს და ჩემს მოსწავლეებსაც ასე ვეუბნები, რომ სიამოვნება როცა ყოველთვის სიყვარულს გრძნობ. ესაა ალბათ ის, რის გამოც ჩემს საქმეს ასე სუფთად ვუდგები.
- რა არის თქვენთვის ხელოვნება?
-ვფიქრობ, ცხოვრების გაფერადება სულიდან იწყება, თუკი სული ხალისიანია და გონება სუფთა, გარემო ყოველთვის მხიარულ ფერებშია. ხელოვნება კი სხვადასხვა შემოქმედებითი საშუალებებით ამ ლამაზი ფერების და განწყობის სხვა ადამიანებისათვის გადაცემაა.
- რომელიმე ნახატს შექმნის უჩვეულო წინაპირობა ხომ არ აქვს?
- მე მაქვს ერთი ნახატი, რომელსაც შექმნის უჩვეულო ისტორია აქვს. ესაა ნახატი „პიკნიკზე“. ქალაქგარეთ ვიყავით გასული და ძველ მეგობრებთან ერთად გვახლდა რამდენიმე ახალი გაცნობილიც, სწორედ იმ პიკნიკზე ვიპოვე ჩემი სიყვარული. იმ ნახატში პიკნიკის თემაა და ის დეკორშია გაკეთებული. მაშინ პიკნიკზე იმდენად გავერთეთ, რომ ჩემს თმებში საიდანღაც ასკილის ლამაზი ყვავილი აღმოჩნდა. როცა აზრზე მოვედი, მოვიკითხე-ნეტავ, საიდან აღმოჩნდა ეს ყვავილი ჩემს თავზე მეთქი?- პიკნიკზე. მაშინ გაცნობილი ადამიანი მომავალში, ჩემი მეორე ნახევარი აღმოჩნდა, ასკილის ყვავილი კი მისი სურვილით გაჩნდა ჩემს თავზე...