https://sputnik-georgia.com/20231128/batumshi-gastronomiuli-porumi-chatardeba-284551331.html
ბათუმში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი ჩატარდება
ბათუმში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი ჩატარდება
Sputnik საქართველო
ფორუმის ჩატარების მიზანი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დანერგვაა. 28.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-28T14:43+0400
2023-11-28T14:43+0400
2023-11-28T14:43+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
აჭარა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24631/07/246310717_0:76:3372:1973_1920x0_80_0_0_29753c60cb0e4c058cbab47ddb939a5f.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ბათუმი პირველ საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ 3-5 დეკემბერს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.ფორუმი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალი ტენდენციების დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.უწყების ცნობით, ფორუმის პირველ დღე დაეთმობა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა განათლების როლი გასტრონომიის განვითარებაში, კულინარიული ექსპერიმენტები შეფებისგან და ავთენტური კერძების პოპულარიზაცია, უძველესი ქართული გასტრონომიული კულტურა და სხვა.ფორუმის მეორე და მესამე დღეს კი დაგეგმილია კულინარიული მასტერ-კლასები, სადაც უცხოელი შეფები ადგილობრივი შეფ-მზარეულებისთვის თევზის, ხორცისა და სოუსების მომზადების მასტერ-კლასებს ჩაატარებენ. ასევე იგეგმება ვიდეო-რეცეპტების მომზადება, რომელთა ნახვაც serviceajara.ge -ზე იქნება შესაძლებელი.ევროპელ შეფებთან ერთად ფორუმზე სპიკერებად მოწვეული არიან PALOMA finesse hotels პალომას სასტუმროების აღმასრულებელი შეფი თურქეთიდან, FERRANDI – Paris სკოლის (გასტრონომია და ტურიზმი) საერთაშორისო ურთიერობების მენეჯერი საფრანგეთიდან, ქართველი შეფები და რესტორატორები გიორგი ნინუა, გურამ ბაღდოშვილი და გასტრონომიის მკვლევარი, ექსპერტი დალილა ცატავა.ფორუმზე დასწრება შეუძლიათ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და, ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს. სამდღიან ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24631/07/246310717_321:0:3052:2048_1920x0_80_0_0_8d4305e73d61e57e663332220928dda5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
ბათუმში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი ჩატარდება
ფორუმის ჩატარების მიზანი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დანერგვაა.
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ბათუმი პირველ საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ 3-5 დეკემბერს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
ფორუმი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალი ტენდენციების დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ღონისძიების ფარგლებში მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების ფრანგი, ბელგიელი, ლატვიელი შეფები, რესტორატორები თურქ და ქართველ სპიკერებთან ერთად გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ, ადგილობრივი შეფებისთვის კი კერძების მომზადების მასტერ-კლასებს ჩაატარებენ.
უწყების ცნობით, ფორუმის პირველ დღე დაეთმობა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა განათლების როლი გასტრონომიის განვითარებაში, კულინარიული ექსპერიმენტები შეფებისგან და ავთენტური კერძების პოპულარიზაცია, უძველესი ქართული გასტრონომიული კულტურა და სხვა.
ფორუმის მეორე და მესამე დღეს კი დაგეგმილია კულინარიული მასტერ-კლასები, სადაც უცხოელი შეფები ადგილობრივი შეფ-მზარეულებისთვის თევზის, ხორცისა და სოუსების მომზადების მასტერ-კლასებს ჩაატარებენ. ასევე იგეგმება ვიდეო-რეცეპტების მომზადება, რომელთა ნახვაც serviceajara.ge -ზე იქნება შესაძლებელი.
ევროპელ შეფებთან ერთად ფორუმზე სპიკერებად მოწვეული არიან PALOMA finesse hotels პალომას სასტუმროების აღმასრულებელი შეფი თურქეთიდან, FERRANDI – Paris სკოლის (გასტრონომია და ტურიზმი) საერთაშორისო ურთიერობების მენეჯერი საფრანგეთიდან, ქართველი შეფები და რესტორატორები გიორგი ნინუა, გურამ ბაღდოშვილი და გასტრონომიის მკვლევარი, ექსპერტი დალილა ცატავა.
ფორუმზე დასწრება შეუძლიათ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და, ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს. სამდღიან ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია დეპარტამენტის სერვისის განვითარების
ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ.