28 ნოემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

რაჭა - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2023
გამოწერა
გაეცანით 28 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი
23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.
მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).
ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.
აფეთქებული ვარსკვლავის გამოსახულება - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2018
მშვილდოსანი: კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, გულღია - ზოგადი დახასიათება
28 ნოემბერს დაბადებულები
28 ნოემბერს დაბადებულები პირველაღმომჩენები არიან. ეძებენ ფეხდაუდგმელ მიწებს, ახალ ტექნოლოგიებს, ახალ იდეებსა და მათი გადაწყვეტის გზებს; სწყურიათ ახალი შეგრძნებები. ძალიან ბევრს გაიღებენ, რომ წამოიძახონ „ევრიკა!“. მათ ხშირად შერეკილებს უწოდებენ - ამ სიტყვის კარგი გაგებით. კბილს უსინჯავენ ისეთ რამეს, რასაც სხვა ვერასდროს გაბედავს.
ამ ადამიანების ძლიერი მხარეა საკუთარი პრინციპებისა და იდეალების ერთგულება. მათ მოსაზრებებს ვერავინ ვერასდროს იყიდის. ამ ადამიანებს არაორდინარულს ხდის სამართლიანობა, ოპტიმიზმი, იუმორის გრძნობა.
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი>>
28 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნები ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევიან. მათში შერწყმულია ფილოსოფიური გონება და სპორტული ჟინი, ძლიერი სული და მგრძნობიარობა, მეოცნებეობა და ამბიციურობა. ასეთი „კოქტეილი“ პოტენციური წარმატებული ადამიანის სავიზიტო ბარათია.
ამ ადამიანებს წაგება არ სჩვევიათ, ყოველთვის ბოლომდე მიდიან, ძალებს რაციონალურად ხარჯავენ, პოულობენ ამოცანების ოპტიმალურ გადაწყვეტას და სიტუაციიდან მარტივ გამოსავალს.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2023
ზოდიაქოს ნიშნები და ფლირტი: როგორი არშიყობა იციან თითოეული ნიშნის წარმომადგენლებმა
ამ დღეს დაბადებულები ჭკვიანი, გონიერი, შესამჩნევი პიროვნებები არიან, იზიდავენ ადამიანებს, უყვართ საზოგადოებაში ყოფნა, მაგრამ მარტოობის წინააღმდეგიც არ არიან. ამით მათი წინააღმდეგობრივი ხასიათი არ სრულდება. მთლიანობაში ადამიანი-სიურპრიზი არიან.
საქმიანობის არჩევისას პრიორიტეტული სფერო, შესაძლოა, რამდენიმე ჰქონდეთ. ხშირად ირჩევენ ბიოლოგიასთან, ბოტანიკასთან, ზოოლოგიასთან, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ სფეროებს; მათთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან ახლოს ყოფნა.
დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ>>
ჯანმრთელობა
28 ნოემბერს დაბადებულები ხშირად ავადდებიან ბრონქებით. უნდა მოერიდონ გაციებებს, სიგარეტის მოწევას, რადგან ფილტვის პათოლოგიების განვითარების რისკი დიდია. მათთვის აუცილებელია დიეტის დაცვა.
რჩევა:
წინააღმდეგობრივი თვისებები თქვენს პიროვნებას ფიტავს. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ზედმეტ დაძაბულობას უნდა მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია დასვენება და თან - არა მხოლოდ შვებულების დროს.
ყველა ახალი ამბავი
0