საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბაქოში გაიმართება

© Ministry of Internal Affairs of Georgia / Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2023
გამოწერა
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები სამმხრივ მინისტერიალზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამმხრივი მინისტერიალი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი და თურქეთის თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი.
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის 2012 წელს დაიწყო.
ტრადიციული სამმხრივი მინისტერიალი ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში თურქეთში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომელიც ემსახურება რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
ყველა ახალი ამბავი
0