https://sputnik-georgia.com/20231127/premieri-saqartvelo-kandidatis-statusis-minichebas-koncertit-agnishnavs-284529282.html
პრემიერი: საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას საზეიმო კონცერტით აღნიშნავს
პრემიერი: საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას საზეიმო კონცერტით აღნიშნავს
Sputnik საქართველო
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. 27.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-27T16:00+0400
2023-11-27T16:00+0400
2023-11-27T16:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/81/239408184_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_32db808665d329c2fd29ff3bab8979a5.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 14 ან 15 დეკემბერს, მას შემდეგ რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება, საზეიმო კონცერტი გამართოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.პრემიერს ზეიმის გამართვის ადგილი არ დაუზუსტებია.საქართველო და ევროკავშირისაქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/81/239408184_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_448b0cc3aa70f014f9d9de6610e19ebb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
პრემიერი: საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას საზეიმო კონცერტით აღნიშნავს
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 14 ან 15 დეკემბერს, მას შემდეგ რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება, საზეიმო კონცერტი გამართოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
„დამოუკიდებლად იმისა, კანდიდატის სტატისთან დაკავშირებით როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული - 14 ან 15 დეკემბერს, ჩვენ გვსურს გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის და ხალხის, ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების მუშაობის შედეგი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერს ზეიმის გამართვის ადგილი არ დაუზუსტებია.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.