https://sputnik-georgia.com/20231127/chineti-saqartvelos-daexmareba-chinetis-elchis-gancxadeba-284527376.html
ჩინეთის ელჩი: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებაში დავეხმარებით
ჩინეთის ელჩი: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებაში დავეხმარებით
Sputnik საქართველო
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 27.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-27T15:00+0400
2023-11-27T15:00+0400
2023-11-27T15:00+0400
საქართველო
ჩინეთი
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1d/266965568_0:166:3055:1884_1920x0_80_0_0_db2eb6f2d3615e5f76aaad9090011d66.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთი, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ისწრაფვის დაეხმაროს საქართველოს მისი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებაში, განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა მედიასთან.ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება 31 ივლისს, ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.მისი თქმით, ჩინეთს ასევე სურს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინოს.როგორც ელჩმა აღნიშნა, კოვიდპანდემიის დროს ჩინეთმა საქართველოს მოსახლეობა 200 ათასზე მეტი ვაქცინით უზრუნველყო.გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში ჩინეთმა საქართველოს მთავრობას 1,5 მლნ დოლარის ღირებულების დახმარება, მათ შორის, ნიღბები და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები გადასცა.ჩინეთს საქართველოს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს - ელჩი>>>საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 2023 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდა. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და ქვეყანაში დარჩნენ 30 დღემდე ვადით.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1d/266965568_323:0:3054:2048_1920x0_80_0_0_8d055679cec0ad74a79fde3ec5371dee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ჩინეთის ელჩი: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებაში დავეხმარებით
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთი, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ისწრაფვის დაეხმაროს საქართველოს მისი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებაში, განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა მედიასთან.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება 31 ივლისს, ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
„ჩვენ უზრუნველვყავით ქალაქ გორისთვის ფინანსური დახმარება, რათა გაუმჯებესდეს სოციალური სახის აღჭურვილობა ქალაქის ირგვლივ და სოფლებში. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ საქართველოს მთავრობის დახმარება, განავითაროს ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური სახის აღჭურვილობა, ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია", - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, ჩინეთს ასევე სურს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინოს.
„ეს არის ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების საფუძველი", - აღნიშნა დიპლომატმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, კოვიდპანდემიის დროს ჩინეთმა საქართველოს მოსახლეობა 200 ათასზე მეტი ვაქცინით უზრუნველყო.
გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში ჩინეთმა საქართველოს მთავრობას 1,5 მლნ დოლარის ღირებულების დახმარება, მათ შორის, ნიღბები და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები გადასცა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 2023 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდა. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და ქვეყანაში დარჩნენ 30 დღემდე ვადით.