https://sputnik-georgia.com/20231126/ramdeni-patimaria-cixeebshi-statistika-284506985.html
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 84%-ით იყო შევსებული. 26.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-26T09:39+0400
2023-11-26T09:39+0400
2023-11-26T09:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საზოგადოება
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260553600_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_f7b0d2af113fbe191692768c78724fde.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2023 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, 9.796 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 327 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,26% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის. აქედან 54 ქალი და 12 არასრულწლოვანია.1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 84%-ით იყო შევსებული.2023 წლის 1 ოქტომბრისთვის განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 18,5%.მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 20 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 62 პირი.„ნაცმოძრაობის" წევრი: სააკაშვილი თავისუფლებაზე რომ იყოს ახალ პარტიას შექმნიდა >>მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ქსნის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 176 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.უცხოელები საქართველოს ციხეებში2023 წლის 1 ოქტომბრისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 52 ქვეყნის 749 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 7,6%-ს შეადგენს.უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა ქართულ საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 70 ქალი იმყოფება. საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სომხეთის მოქალაქეები.ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.პატიმართა სიკვდილიანობასაქართველოს ციხეებში 2023 წლის დასაწყისიდან სხვადასხვა დაავადების და სუიციდის შედეგად 12 პატიმარი გარდაიცვალა.ერთის გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტონიული კრიზი და ინსულტი გახდა, ოთხის - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და გულის გაჩერება, ორის - სეფსისი და თირკმლის დაავადება, ერთის - ტვინის ინფარქტი ცერებროვასკულარული დაავადების ფონზე, ერთის - ტკივილის მკერდის არეში, ორის - სუიციდი. ერთი პატიმრის შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია.პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებიციხეებში მყოფების გარდა, 23,9 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 105 არასრულწლოვანი.ასევე პირობით სასჯელს იხდის 401 უცხოელი 28 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. მათგან 31 ქალი და 4 არასრულწლოვანია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260553600_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_2c48c57a4ef2183c67bdcbf0f3b6c305.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, საქსტატი
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 84%-ით იყო შევსებული.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2023 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, 9.796 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 327 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,26% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის. აქედან 54 ქალი და 12 არასრულწლოვანია.
1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 84%-ით იყო შევსებული.
2023 წლის 1 ოქტომბრისთვის განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 18,5%.
მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 20 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 62 პირი.
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ქსნის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 176 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2023 წლის 1 ოქტომბრისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 52 ქვეყნის 749 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 7,6%-ს შეადგენს.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა ქართულ საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 70 ქალი იმყოფება. საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სომხეთის მოქალაქეები.
ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
საქართველოს ციხეებში 2023 წლის დასაწყისიდან სხვადასხვა დაავადების და სუიციდის შედეგად 12 პატიმარი გარდაიცვალა.
ერთის გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტონიული კრიზი და ინსულტი გახდა, ოთხის - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და გულის გაჩერება, ორის - სეფსისი და თირკმლის დაავადება, ერთის - ტვინის ინფარქტი ცერებროვასკულარული დაავადების ფონზე, ერთის - ტკივილის მკერდის არეში, ორის - სუიციდი. ერთი პატიმრის შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 23,9 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 105 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 401 უცხოელი 28 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. მათგან 31 ქალი და 4 არასრულწლოვანია.