თბილისის უძრავი ქონების ბაზარი: მთავარი ტენდენციები

© photo: Sputnik / Stringerსაბურთალო
საბურთალო - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2023
გამოწერა
მიგრანტების ეტაპობრივმა გადინებამ 2023 წლის მარტიდან ოქტომბრამდე პერიოდში ქირის ფასების 5,7%-ით შემცირება გამოიწვია და ეს ტენდენცია გაგრძელდება, ნათქვამია კვლევაში
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. თბილისში უძრავი ქონების ბაზარი ინარჩუნებს განვითარების ჯანსაღ ტენდენციას, ხოლო ფასების ზრდა უკავშირდება მზარდ მოთხოვნასა და სამშენებლო ხარჯებს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
კვლევის მიხედვით, თბილისში არსებული უძრავი ქონების მხოლოდ 32% არის შეძენილი სამომავლო ინვესტიციისთვის, 68%-ზე მოთხოვნა გამოწვეულია ოჯახის საშუალო ზომის შემცირებით, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საჭიროებითა და მიგრაციით.
კომპანიის ინფორმაციით, მოთხოვნის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ურბანიზაცია, რომელიც განაპირობებს წელიწადში 4 ათას ბინაზე მოთხოვნას დედაქალაქში, იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლიდან 2022 წლამდე დედაქალაქის მოსახლეობა 140 ათასი ადამიანით გაიზარდა.
კიდევ ერთი ფაქტორია ოჯახების ზომის შემცირება და შესაბამისი მზარდი მოთხოვნა ბინებზე. ამრიგად, ბავშვების სურვილი, იცხოვრონ მშობლებისგან განცალკევებით, თბილისში ყოველწლიურად 5 ათას ბინაზე მოთხოვნას წარმოშობს.
დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნის ზრდის კიდევ ერთი ფაქტორია მოსახლეობის მზარდი შემოსავალი. მაგალითად, 2023 წელს 2017 წელთან შედარებით 3,6 ათასი ლარიდან ანაზღაურების მიმღებთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. მკვლევარების აზრით, 2025 წელს დედაქალაქში 150 ათასზე მეტი ასეთი ადამიანი იქნება.
თბილისში ბინებზე ფასები იზრდება - ახალი სტატისტიკა >>
ამასთან, ნოემბრის მონაცემებით, თბილისში ბინის იპოთეკით შეძენა მხოლოდ სახელფასო შემოსავლით 170 ათას ადამიანს შეუძლია.
ამავდროულად, მოთხოვნაზე დადებით გავლენას ახდენს ასევე იპოთეკური განაკვეთების ლარში შემცირება, რაც 2024 წელსაც გაგრძელდება, ხოლო უცხოურ ვალუტაში იპოთეკური განაკვეთები მაღალ დონეზე დარჩება.
მიგრანტების ფაქტორი
რაც შეეხება მიგრაციის ტენდენციას რუსეთიდან და ბელორუსიიდან, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე, Galt & Taggart აღნიშნავს, რომ მიგრაციამ ძირითადად გავლენა მოახდინა საცხოვრებლის გაქირავებაზე. რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შესყიდვების რაოდენობა მხოლოდ 4%-ს შეადგენს 2023 წლის სამ კვარტალში.
რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ცხოვრობდა 90 ათასი მიგრანტი რუსეთიდან და ბელარუსიდან, რომელთაგან 77% ცხოვრობს ნაქირავებ ბინებში, 14% მეგობრებთან და ნათესავებთან, და მხოლოდ 5% - საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. .
ბინებზე მოთხოვნა თბილისში - TBC Capital-ის მიმოხილვა >>
ამასთან, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მიგრანტების ეტაპობრივმა გადინებამ 2023 წლის მარტიდან ოქტომბრამდე პერიოდში ქირის ფასების 5,7%-ით შემცირება გამოიწვია და ეს ტენდენცია გაგრძელდება. ოქტომბრის მონაცემებით, თბილისში ქირის საშუალო ღირებულება კვადრატულ მეტრზე 11,9 აშშ დოლარი იყო.
თუმცა, ამავდროულად, ძირითადი დამქირავებლები ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან, მიგრანტები ქირაობენ ყველა საცხოვრებლის მხოლოდ 26%-ს, კიდევ 16% ქირავდება დღიურად ტურისტებზე, ხოლო 12% - უცხოელ სტუდენტებზე.
წყარო - Galt & Taggart
ყველა ახალი ამბავი
0