საქართველოში იზრდება სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვი

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2023
გამოწერა
2023 წლის ცხრა თვეში გაუპატიურების შემთხვევების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,4%-ით გაიზარდა
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვი ერთ წელიწადში 4%-ით გაიზარდა, ხუთ წელიწადში - 34,6%-ით, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
სულ საქართველოში წლის პირველ ცხრა თვეში დაფიქსირებულია 412 მსგავსი დანაშაული, ეს ანალოგიურ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ხუთ წელიწადში.
სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები ბოლო 5 წელიწადში

წელი

სექსუალური ხასიათის დანაშაულების რაოდენობა

გაუპატიურებების რაოდენობა

2023

412

154

2022

396

137

2021

395

133

2020

265

79

2019

306

93

ამასთან, 2023 წლის ცხრა თვეში გაუპატიურების შემთხვევების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,4%-ით გაიზარდა და სამ კვარტალში 154 შემთხვევა შეადგინა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაუპატიურების შემთხვევების ზრდამ 94,9% შეადგინა. ამავდროულად, ხუთი წლის განმავლობაში გახსნილი საქმეების რაოდენობა 33-35%-დან 70%-მდე გაიზარდა.
მოზარდის მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედებისთვის 53 წლის კაცი დააკავეს >>
იმ პირთა რაოდენობა, ვინც სექსუალური დანაშაულისთვის პასუხისგებაშია მიცემული, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64,8%-ით გაიზარდა და 239 ადამიანი შეადგინა.
ამავდროულად, სამართალდამცავებმა 2023 წელს მხოლოდ გაუპატიურებისთვის ბრალი 80 ადამიანს წაუყენეს.
ყველა ახალი ამბავი
0