https://sputnik-georgia.com/20231125/batumsi-soflis-turizmis-feztivali-gandagana-ixsneba-284498014.html
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ იხსნება
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ იხსნება
Sputnik საქართველო
ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან აჭარულ კულტურას, სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ხელოვნებას 25.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-25T16:01+0400
2023-11-25T16:01+0400
2023-11-25T16:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
აჭარა
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1f/263297517_0:0:2604:1466_1920x0_80_0_0_eb13d56ec552d20e71c31fa91ddd7eff.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის ევროპის მოედანზე 25 ნოემბერს სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ იხსნება, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან აჭარულ კულტურას, სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ხელოვნებას.ფესტივალის სივრცეს წელს „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი, ცნობილი ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს.ფესტივალზე მოეწყო სპეციალური გასტრონომიული კუთხე, სადაც სტუმრები ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და რეცეპტებს გაეცნობიან. ჩატარდება ასევე კულინარიული კონკურსები.ფესტივალზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან ანსამბლი „შვიდკაცა“, „აფხაზეთი“, ჯგუფი „გორდელა“, „ბანი“ და „მგზავრები“.სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 2015 წლიდან იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1f/263297517_0:0:2604:1954_1920x0_80_0_0_e9c7772bf10352a997c329571458fbf7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, აჭარა , ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, აჭარა , ბათუმი
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ იხსნება
ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან აჭარულ კულტურას, სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ხელოვნებას
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის ევროპის მოედანზე 25 ნოემბერს სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ იხსნება, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან აჭარულ კულტურას, სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ხელოვნებას.
ფესტივალის სივრცეს წელს „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი, ცნობილი ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს.
ფესტივალზე მოეწყო სპეციალური გასტრონომიული კუთხე, სადაც სტუმრები ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და რეცეპტებს გაეცნობიან. ჩატარდება ასევე კულინარიული კონკურსები.
ფესტივალზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან ანსამბლი „შვიდკაცა“, „აფხაზეთი“, ჯგუფი „გორდელა“, „ბანი“ და „მგზავრები“.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 2015 წლიდან იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.