სადაზღვევო პროდუქტების ბაზარი - რა პრობლემები გამოავლინა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა

© photo: SputnikTBC bank-ის სწრაფი გადახდის აპარატი
TBC bank-ის სწრაფი გადახდის აპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2023
გამოწერა
საკანონმდებლო დონეზე უნდა დადგინდეს სამი სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, რისი გამოყენების ვალდებულებაც ექნება კომერციულ ბანკს შერჩევის პროცესში, აღნიშნეს სააგენტოში
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კომერციული ბანკების მიერ სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებისა და რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგისას არაერთი საკანონმდებლო ხარვეზი გამოავლინა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 2020-2022 წლებში საკრედიტო პროდუქტების ბაზარი მაღალი კონცენტრაციით გამოირჩეოდა და ამასთან გააჩნდა სტაბილური ხასიათი, ისევე როგორც მსხვილ ეკონომიკურ აგენტებს შორის წილობრივ განაწილებას.
აღნიშნულ პერიოდში საკრედიტო პროდუქტების მიწოდებას ახორციელებდა 15 კომერციული ბანკი. 10 კომერციული ბანკის შემთხვევაში საკრედიტო პროდუქტებთან ერთად დაფიქსირდა სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებაც, მათ შორის ორი უმსხვილესი კომერციული ბანკის საერთო საბაზრო წილი საანგარიშო პერიოდში იყო სტაბილურად მაღალი და ინდივიდუალურ დონეზე გააჩნდა სტაბილური პროცენტული მაჩვენებელი.
გარდა ამისა, სააგენტომ დაადგინა, რომ ერთი ბანკის შემთხვევაში საბაზრო წილი აღემატება 40%-ს და, შესაბამისად, სახეზეა დომინანტური მდგომარეობა, ხოლო მეორე ბანკის საბაზრო წილი დომინანტური მდგომარეობის ზღვარზე იმყოფება.
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა სექტემბერში გაიზარდა>>>
სააგენტოს თვალსაზრისით, კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებული სტრუქტურული პირდაპირი/არაპირდაპირი კავშირის შედეგად, ისევე როგორც კონკრეტული „ანაზღაურების სქემების" არსებობისას, შესაძლოა სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შეიძლება მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი.
სააგენტო პრობლემის გადაჭრის გზას საკანონმდებლო ცვლილებებში ხედავს. უწყების აზრით, საკანონმდებლო დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს სამი სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, რისი გამოყენების ვალდებულებაც ექნება კომერციულ ბანკს შერჩევის პროცესში.
შერჩევის კრიტერიუმების საკანონმდებლო დონეზე რეგულირების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს კომერციული ბანკების მხრიდან ჩატარებული შერჩევის პროცესის განგრძობადი მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.
საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს ინტერესთა კონფლიქტის არსებული/შესაძლო შემთხვევები, რათა გამოირიცხოს მისი შესაძლო ნეგატიური გავლენა ბაზარზე/კონკურენტულ გარემოზე.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს მომხმარებლის უფლება - საკრედიტო პროდუქტის მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს შეცვალოს სადაზღვევო კომპანია.
ყველა ახალი ამბავი
0