ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა სექტემბერში გაიზარდა

© photo: Sputnikლარისა და დოლარის კუპიურები
ლარისა და დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ლარიზაციის კოეფიციენტმა კრედიტების მთლიანი მოცულობის 55,01% შეადგინა.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2023 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 1,15 მილიარდი ლარით, ანუ 2,39%-ით გაიზარდა და 1 ოქტომბრისთვის 49,17 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 603,2 მილიონი ლარით, ანუ 2,28%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 543,78 მლნ ლარით, ანუ 2,52%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 8,01 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 4,37%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 13,87 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 3,54%-ით მეტია.
2023 წლის სექტემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,24%-ით, ანუ 317,76 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, 25,84 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოში სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა გაიზარდა>>
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,01% შეადგინა, რაც 0,06 პროცენტული პუნქტით მეტია 2023 წლის 1 სექტემბრის მაჩვენებელზე.
აგვისტოს ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 15 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0