https://sputnik-georgia.com/20231124/luqsemburgis-damarcxebis-shemtxvevashi-saqartvelos-nakrebi-tbilisshi-itamashebs-284476863.html
ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფინალს „დინამო არენაზე" გამართავს
ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფინალს „დინამო არენაზე" გამართავს
Sputnik საქართველო
საქართველო 26 მარტს პლეი-ოფის ფინალს უმასპინძლებს - გამარჯვებული 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ძირითად სტადიაზე გავა. 24.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-24T13:15+0400
2023-11-24T13:15+0400
2023-11-24T13:15+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282635101_0:0:2976:1674_1920x0_80_0_0_7df96fc1d2d614d0be18e6cb1dbd129f.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის გუნდის დამარცხების შემთხვევაში, ფინალურ თამაშს საკუთარ მოედანზე გამართავს.ევროპის 2024-ის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა 23 ნოემბერს ჩატარდა. ცერემონია შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა. პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩები 2024 წლის 21 მარტს გაიმართება, საქართველო ლუქსემბურგს უმასპინძლებს, საბერძნეთი კი ყაზახეთს.საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ლუქსემბურგს კვარაცხელიას გარეშე დაუპირისპირდება>>>პლეი-ოფის ფინალური შეხვედრა საქართველოში 26 მაისს გაიმართება - თამაში შეიძლება ჩატარდეს როგორც თბილისში, ისე ბათუმში.ლუქსემბურგთან დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს - კვარაცხელია მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს. მოწინააღმდეგის დამარცხების შემთხვევაში, კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს 26 მარტს დაგეგმილ ფინალურ შეხვედრაში დაეხმარება.2024 წლის ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისი-14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. ტურნირს გერმანიის ათი ქალაქი უმასპინძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282635101_123:0:2854:2048_1920x0_80_0_0_a629be432cfc7c49ad2f673f00083095.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფინალს „დინამო არენაზე" გამართავს
საქართველო 26 მარტს პლეი-ოფის ფინალს უმასპინძლებს - გამარჯვებული 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ძირითად სტადიაზე გავა.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის გუნდის დამარცხების შემთხვევაში, ფინალურ თამაშს საკუთარ მოედანზე გამართავს.
ევროპის 2024-ის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა 23 ნოემბერს ჩატარდა. ცერემონია შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა.
პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩები 2024 წლის 21 მარტს გაიმართება, საქართველო ლუქსემბურგს უმასპინძლებს, საბერძნეთი კი ყაზახეთს.
პლეი-ოფის ფინალური შეხვედრა საქართველოში 26 მაისს გაიმართება - თამაში შეიძლება ჩატარდეს როგორც თბილისში, ისე ბათუმში.
ლუქსემბურგთან დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს - კვარაცხელია მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს. მოწინააღმდეგის დამარცხების შემთხვევაში, კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს 26 მარტს დაგეგმილ ფინალურ შეხვედრაში დაეხმარება.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისი-14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. ტურნირს გერმანიის ათი ქალაქი უმასპინძლებს.