საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ლუქსემბურგს კვარაცხელიას გარეშე დაუპირისპირდება

© photo: Sputnik / Stringerხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
გამოწერა
სამი ყვითელი ბარათი ხვიჩა კვარაცხელიას პლეი-ოფში თამაშის უფლებას არ აძლევს.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს 2024 წლის 21 მარტს შეხვდება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ნაწილში გასასვლელად თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე იბრძოლებს. კვარაცხელია მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.
გუნდების С დივიზიონის მეორე ნახევარფინალში საბერძნეთი და ყაზახეთი შეხვდებიან.
კვარაცხელიამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩების დროს სამი ყვითელი ბარათი მიიღო. ბოლო ბარათი მან ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში მიიღო, სადაც ესპანეთის კარში ერთადერთი გოლის ავტორი გახდა.
ტურნირის წესების მიხედვით, სამი ყვითელი ბარათი კვარაცხელიას პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში თამაშის უფლებას არ აძლევს, მაგრამ თუ საქართველო ფინალში გავიდა, ფეხბურთელი შეძლებს მინდორზე გასვლას და გუნდის დახმარებას.
კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში ახალი რეკორდი დაამყარა>>
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის С დივიზიონის მეოთხე ჯგუფის გამარჯვებული გახდა. ჯგუფში პირველი ადგილი საქართველოს მარტის თამაშის თბილისში გამართვის საშუალებას აძლევს.
რაც შეეხება ლუქსემბურგს, მას პლეი-ოფში თურქეთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა თურქები ევრო-2024-ზე ტრადიციული შესარჩევი ციკლით მოხვდნენ. ამან ევრო-2024-ის შესარჩევ ეტაპზე ვითარება შეცვალა. მისი ადგილი პლეი-ოფში ლუქსემბურგმა დაიკავა, რომელსაც ჯგუფში, სადაც თურქეთი თამაშობდა, მეორე ადგილი ეკავა.
ერთა ლიგის პლეი-ოფის თამაშები
ნახევარფინალები. 2024 წლის 21 მარტი
საქართველო - ლუქსემბურგი
საბერძნეთი - ყაზახეთი
ფინალი 26 მარტს გაიმართება. ფინალის გამარჯვებული 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ძირითად სტადიაზე გავა.
ყველა ახალი ამბავი
0