კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში ახალი რეკორდი დაამყარა

© photo: Sputnik / Stringerხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
გამოწერა
კვარაცხელიამ ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა - ტაილანდის, კვიპროსის, ესპანეთის წინააღმდეგ მატჩებში და შოტლანდიასთან დუბლი გააფორმა.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნული გუნდის ზედიზედ ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.
კვარაცხელიამ გუშინ ევრო-2024-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო შეხვედრაში ესპანეთის კარში გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით გოლი გაიტანა.
„ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა თავი გამოიჩინა ტაილანდთან (8:0). კვიპროსთან (4:0) შოტლანდიასთან (2:2) და ესპანეთთან (1:3) შეხვედრებში.
კვარაცხელიამ ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა - ტაილანდის, კვიპროსის, ესპანეთის წინააღმდეგ მატჩებში და შოტლანდიასთან დუბლი გააფორმა. უნდა აღინიშნოს, რომ ხვიჩამ ამ ხუთი გოლიდან სამი გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით გაიტანა.
მეორე ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მე-15 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირების სიაში მესამე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები:
შოთა არველაძე 62 მატჩი - 26 გოლი,
თემურ ქეცბაია 52 მატჩი - 17 გოლი,
ხვიჩა კვარაცხელია - 28 მატჩი - 15 გოლი,
ალექსანდრე იაშვილი - 67 მატჩი - 15 გოლი.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი А ჯგუფში რვა ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაამთავრა. პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორეზე - შოტლანდია. ორივე ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას გერმანიაში.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვილი სანიოლის გუნდს კიდევ აქვს შანსი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს, როდესაც 2024 წლის მარტში უეფას ერთა ლიგის მატჩები გაიმართება. ქართული გუნდის მეტოქე ნოემბრის ბოლოს კენჭისყრით გაირკვევა.
ყველა ახალი ამბავი
0