https://sputnik-georgia.com/20231124/israelsa-da-hamass-shoris-shetanxmeba-amoqmedda-284478843.html
„ხანმოკლე ზავი": ისრაელსა და „ჰამასს" შორის მიღწეული შეთანხმება ამოქმედდა
„ხანმოკლე ზავი": ისრაელსა და „ჰამასს" შორის მიღწეული შეთანხმება ამოქმედდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ისრაელსა და პალესტინის რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს" შორის ოთხდღიანი ჰუმანიტარული ზავი 24 ნოემბერს, დილით ამოქმედდა. 24.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-24T14:51+0400
2023-11-24T14:51+0400
2023-11-24T14:58+0400
მსოფლიო დღეს
ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელი
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/18/284477442_0:107:1024:682_1920x0_80_0_0_a1efd688bd1394ec929ac1051d7de4d2.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ისრაელსა და პალესტინის რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს" შორის ოთხდღიანი ჰუმანიტარული ზავი 24 ნოემბერს, დილით ამოქმედდა.მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების 4 დღით შეწყვეტას და ღაზის სექტორში მყოფი მძევლების ნაწილის და ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელების ნაწილის გათავისუფლებას.შეთანხმების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ღაზის სექტორიდან უნდა გათავისუფლდეს, საერთო ჯამში, 50 მძევალი ქალი და ბავშვი. ისრაელის საპატიმროები უნდა დატოვოს 150-მა პალესტინელმა ქალმა და არასრულწლოვანმა. ისინი ისრაელში სასჯელს იხდიან მასობრივ არეულობებში მონაწილეობისა და ისრაელის მოქალაქეებზე ცივი იარაღით თავდასხმის ბრალდებებით.ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას „ხანმოკლე ზავი" უწოდა, რის შემდეგაც ბრძოლა „ინტენსიურ რეჟიმში“ მინიმუმ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 22 ნოემბერს დაუჭირა მხარი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. თავის მხრივ, „ჰამასმა“ შეთანხმების პუნქტებად დაასახელა ისრაელის საპატიმროებიდან ათეულობით პალესტინელი ქალის და არასრულწლოვანის გათავისუფლება და ღაზის სექტორში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის შეტანა.
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/18/284477442_51:0:960:682_1920x0_80_0_0_2d398058a378edb380c1cb3098e0f6a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
„ხანმოკლე ზავი": ისრაელსა და „ჰამასს" შორის მიღწეული შეთანხმება ამოქმედდა
14:51 24.11.2023 (განახლებულია: 14:58 24.11.2023) თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ისრაელსა და პალესტინის რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს" შორის ოთხდღიანი ჰუმანიტარული ზავი 24 ნოემბერს, დილით ამოქმედდა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების 4 დღით შეწყვეტას და ღაზის სექტორში მყოფი მძევლების ნაწილის და ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელების ნაწილის გათავისუფლებას.
შეთანხმების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ღაზის სექტორიდან უნდა გათავისუფლდეს, საერთო ჯამში, 50 მძევალი ქალი და ბავშვი. ისრაელის საპატიმროები უნდა დატოვოს 150-მა პალესტინელმა ქალმა და არასრულწლოვანმა. ისინი ისრაელში სასჯელს იხდიან მასობრივ არეულობებში მონაწილეობისა და ისრაელის მოქალაქეებზე ცივი იარაღით თავდასხმის ბრალდებებით.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას „ხანმოკლე ზავი" უწოდა, რის შემდეგაც ბრძოლა „ინტენსიურ რეჟიმში“ მინიმუმ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 22 ნოემბერს დაუჭირა მხარი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. თავის მხრივ, „ჰამასმა“ შეთანხმების პუნქტებად დაასახელა ისრაელის საპატიმროებიდან ათეულობით პალესტინელი ქალის და არასრულწლოვანის გათავისუფლება და ღაზის სექტორში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის შეტანა.