https://sputnik-georgia.com/20231124/cinetma-eqvsi-qveynis-turistebistvis-uvizo-rejimi-daawesa-284486269.html
ჩინეთმა ექვსი ქვეყნის ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა
ჩინეთმა ექვსი ქვეყნის ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა
Sputnik საქართველო
ამჟამად მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას ჩინეთთან სავიზო რეჟიმი აქვს, იშვიათი გამონაკლისია სინგაპური და ბრუნეი. 24.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-24T19:03+0400
2023-11-24T19:03+0400
2023-11-24T19:03+0400
ჩინეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/18/284485399_0:344:3030:2048_1920x0_80_0_0_3027d4e5f99b59e9d1f75c89baecd9d3.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის 1–ლი დეკემბრიდან ტურისტებს საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან და მალაიზიიდან ჩინეთში ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ, განაცხადა ბრიფინგზე პარასკევს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინმა.ამჟამად მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას ჩინეთთან სავიზო რეჟიმი აქვს, იშვიათი გამონაკლისია სინგაპური და ბრუნეი, რომელთა მოქალაქეებს შეუძლიათ ჩინეთში 15–დღიანი ვიზიტი უვიზოდ ბიზნესის, ტურიზმის მიზნითა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად.„2023 წლის 1–ლი დეკემბრიდან 2024 წლის 30 ნოემბრამდე ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელებს აღნიშნული ქვეყნებიდან, რომლებიც ჩინეთში ჩამოდიან ბიზნესის, ტურიზმის მიზნით, ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად, ასევე ტრანზიტით არაუმეტეს 15 დღისა, ქვეყანაში შემოსვლა უვიზოდ შეუძლიათ“, – განმარტა მაო ნინმა.საპასუხო ნაბიჯი - ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიძლება ვიზები გააუქმოს>>დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა, საცდელი წესით გააფართოვოს ცალმხრივი სავიზო რეჟიმის გამოყენების სფერო და დაიწყოს უვიზო პოლიტიკა ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ადამიანების მიმართ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან და მალაიზიიდან.ჩინეთმა ვიზიტების წესები 2020 წლის მარტში, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გაამკაცრა. ქვეყანამ ვიზების გაცემა მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.
ჩინეთი
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/18/284485399_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_2612b53a49c9319a845bb8e3ded33b77.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩინეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ევროპა
ჩინეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ევროპა
ჩინეთმა ექვსი ქვეყნის ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა
ამჟამად მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას ჩინეთთან სავიზო რეჟიმი აქვს, იშვიათი გამონაკლისია სინგაპური და ბრუნეი.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის 1–ლი დეკემბრიდან ტურისტებს საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან და მალაიზიიდან ჩინეთში ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ, განაცხადა ბრიფინგზე პარასკევს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინმა.
ამჟამად მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას ჩინეთთან სავიზო რეჟიმი აქვს, იშვიათი გამონაკლისია სინგაპური და ბრუნეი, რომელთა მოქალაქეებს შეუძლიათ ჩინეთში 15–დღიანი ვიზიტი უვიზოდ ბიზნესის, ტურიზმის მიზნითა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად.
„2023 წლის 1–ლი დეკემბრიდან 2024 წლის 30 ნოემბრამდე ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელებს აღნიშნული ქვეყნებიდან, რომლებიც ჩინეთში ჩამოდიან ბიზნესის, ტურიზმის მიზნით, ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად, ასევე ტრანზიტით არაუმეტეს 15 დღისა, ქვეყანაში შემოსვლა უვიზოდ შეუძლიათ“, – განმარტა მაო ნინმა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა, საცდელი წესით გააფართოვოს ცალმხრივი სავიზო რეჟიმის გამოყენების სფერო და დაიწყოს უვიზო პოლიტიკა ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ადამიანების მიმართ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან და მალაიზიიდან.
ჩინეთმა ვიზიტების წესები 2020 წლის მარტში, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გაამკაცრა. ქვეყანამ ვიზების გაცემა მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.