https://sputnik-georgia.com/20231123/papuashvili-prezidentis-gadawyvetilebebis-prognozireba-sheuzlebelia-284433672.html
პაპუაშვილი: საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების პროგნოზირება შეუძლებელია
პაპუაშვილი: საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების პროგნოზირება შეუძლებელია
Sputnik საქართველო
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა „არათუ შეწყალება, მან კონსტიტუცია დაარღვია“. 23.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-23T14:16+0400
2023-11-23T14:16+0400
2023-11-23T14:16+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265958284_0:96:1280:816_1920x0_80_0_0_58439c984cb748193d25ef3dc5418ce2.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთლიანად გასცდა კონსტიტუციის ფარგლებს და შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.2023 წლის 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს - გრიგორიადისს ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა და ქონების განადგურება ცეცხლის წაკიდებით.მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს გაიგოს, თუ ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად ესროლა ცოცხალ ადამიანს „მოლოტოვის კოქტეილი" და წვავდა მას.„ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს საქართველოს სასამართლომ, ამიტომაც მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების აღსრულება და მოვისმინოთ, მართლმსაჯულება რას იტყვის ამ საკითხზე“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე განაჩენი უახლოეს პერიოდში უნდა გამოიტანოს. გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს მან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ესროლა, ასევე დაწვა შსს-ს მანქანა. მისი ქმედებების შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო.პოლიციელებმა სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს>>>როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება.სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, რისთვისაც მას ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური.დღეისათვის გრიგორიადისი პოლიციელებზე თავდასხმის საქმის ერთადერთი პატიმრობამისჯილი ფიგურანტია. 7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265958284_54:80:1200:940_1920x0_80_0_0_39f17143e9749e619b2f571e5e369809.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები
პაპუაშვილი: საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების პროგნოზირება შეუძლებელია
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა „არათუ შეწყალება, მან კონსტიტუცია დაარღვია“.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთლიანად გასცდა კონსტიტუციის ფარგლებს და შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
2023 წლის 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს - გრიგორიადისს ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა და ქონების განადგურება ცეცხლის წაკიდებით.
„სალომე ზურაბიშვილი სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, შეუძლებელია განჭვრეტა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე... ჯერ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა დაადგინოს არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე", - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს გაიგოს, თუ ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად ესროლა ცოცხალ ადამიანს „მოლოტოვის კოქტეილი" და წვავდა მას.
„ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს საქართველოს სასამართლომ, ამიტომაც მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების აღსრულება და მოვისმინოთ, მართლმსაჯულება რას იტყვის ამ საკითხზე“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე განაჩენი უახლოეს პერიოდში უნდა გამოიტანოს. გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს მან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ესროლა, ასევე დაწვა შსს-ს მანქანა. მისი ქმედებების შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.
დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება.
სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, რისთვისაც მას ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური.
დღეისათვის გრიგორიადისი პოლიციელებზე თავდასხმის საქმის ერთადერთი პატიმრობამისჯილი ფიგურანტია.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.