https://sputnik-georgia.com/20231123/---------284423279.html
პოლიციელებმა სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს
პოლიციელებმა სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა შსს-ს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ესროლა 23.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-23T10:40+0400
2023-11-23T10:40+0400
2023-11-23T10:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/08/275563353_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_1cb6b812b7f329b95d4cf1c3276662c0.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. 2023 წლის 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.ლაზარე გრიგორიადისს ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა და ქონების განადგურება ცეცხლის წაკიდებით.თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე განაჩენი უახლოეს პერიოდში უნდა გამოიტანოს. გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს მან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ესროლა, ასევე დაწვა შსს-ს მანქანა. მისი ქმედებების შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო.დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება.პარლამენტთან აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა და ბიძა დააკავეს >>სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, რისთვისაც მას ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური.დღეისათვის გრიგორიადისი ერთადერთი პატიმრობა მისჯილი ფიგურანტია პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე.7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/08/275563353_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4412a770e2baa8b8e031c078b5d806e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
პოლიციელებმა სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს
ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა შსს-ს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ესროლა
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. 2023 წლის 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა და ქონების განადგურება ცეცხლის წაკიდებით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე განაჩენი უახლოეს პერიოდში უნდა გამოიტანოს. გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს მან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ესროლა, ასევე დაწვა შსს-ს მანქანა. მისი ქმედებების შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.
დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება.
სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, რისთვისაც მას ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური.
დღეისათვის გრიგორიადისი ერთადერთი პატიმრობა მისჯილი ფიგურანტია პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.