რა გაკეთდება მომავალ წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აშშ-ის ბაზარზე?

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
გამოწერა
ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ისეთ მედიასაშუალებებთან გეგმავს თანამშრომლობას, როგორიცაა CNN, Wine Enthusiast, Wine&Spirits Magazine, The New York Times.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2024 წლიდან კიდევ უფრო მაშტაბურს გახდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული „ქართული ღვინის ფორუმის" ფარგლებში, ქალაქ ჰიუსტონში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამთა ყველაიძე სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ის ვიცეპრეზიდენტ პოლ იანონს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე 2023 წელს განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს და 2024 წლის მარკეტინგული სტრატეგია განიხილეს.
„ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალ წელს აქტიურად გააგრძელებს აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს. არსებულ მიმართულებებთან ერთად გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული მედიაკამპანიები, რომლებიც გათვლილია ამერიკის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვებისზრდაზე", - განაცხადა თამთა ყველაიძემ.
მისი თქმით, იგეგმება თანამშრომლობას ისეთ წამყვან მედიაჰოლდინგებთან და გამომცემლობებთან, როგორებიცაა CNN, Wine Enthusiast, Wine&Spirits Magazine, The New York Times და სხვა.
Colangelo & Partners-ის ვიცეპრეზიდენტის, პოლ იანონის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად იზრდება ინტერესი ქართული ღვინის მიმართ.
„ჩვენი სამომავლო საქმიანობის მიზანია, გაიზარდოს ქართული ღვინის მოხმარება და, ამასთან ერთად, ის ჩამოყალიბდეს როგორც კონკურენტუნარიანი კატეგორია", - აღნიშნა პოლ იანონმა.
Colangelo & Partners აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კონტრაქტის ფარგლებში, 2022 წლიდან ახორციელებს.
აშშ-ში ქართული ღვინის მეექვსე ფორუმი გაიმართა>>
Colangelo & Partners ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს. მიმიდნარე წელს, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კომპანია Colangelo & Partners-ის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია იმ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავდა, რამაც უნდა უზრუნველყოს ქართული ღვინის ცნობადობის და აშშ-ის ბაზარზე მოთხოვნის გაზრდა.
ყველა ახალი ამბავი
0