https://sputnik-georgia.com/20231122/nino-meladze-xelnaket-tojineb-aketebs-284404587.html
სიყვარულით მოქსოვილი თოჯინები, რომელიც ცხოვრებას გიხალისებს
სიყვარულით მოქსოვილი თოჯინები, რომელიც ცხოვრებას გიხალისებს
Sputnik საქართველო
ნინო მელაძემ თოჯინების ქსოვა პანდემიის დროს დაიწყო. 22.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-22T14:00+0400
2023-11-22T14:00+0400
2023-11-22T14:00+0400
საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260672167_0:0:1401:789_1920x0_80_0_0_e7a6979f009e48f7b4f0661043551008.jpg
დამეთანხმებით, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქმე, რომლითაც დაკავებული ხარ, სიამოვნებას განიჭებს. ჩვენი მასალის გმირიც მათ შორისაა, ნინო მელაძეს ზოგჯერ სინანულიც იპყრობს იმაზე, ადრე რატომ არ დაიწყო თოჯინების ქსოვა, რაც მთავარია, გაჩერებას აღარ აპირებს. ამბობს, რომ საკუთარი ხელნაკეთი არსებები ცოცხალივით უყვარს, ამიტომ სანამ ადრესატამდე მივლენ, მათ გულში იხუტებს და ეფერება, რადგან თითოეულ მათგანში დიდ სითბოსა და სიყვარულს აქსოვს. ოთხი ქალიშვილის დედამ თოჯინების ქსოვა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში გამოფენილი ნაკეთობები ახლობლებმა შეუქეს. - ქალბატონო ნინო, რომელი იყო ნამუშევარი, რომელიც თქვენი საქმიანობის სტიმულად იქცა?- თოჯინების ქსოვის სურვილი პანდემიის დროს გამიჩნდა. მინდოდა იძულებითი განმარტოების მოწყენილობა და ერთფეროვნება რაიმეთი გადამეფარა და ცხოვრება გამეხალისებინა. ვიფიქრე, იქნებ თოჯინების ქსოვა დავიწყო–მეთქი. ინტერნეტში როცა ვხედავდი ნაქსოვ თოჯინებს, ძალიან მომწონდა.- ამ საქმეს თავისი წინაპირობაც ექნება, რა დაგეხმარათ?- სხვათა შორის, ფანტაზიაც მიწყობს ხელს. წარმოიდგინეთ, ოთხი ბავშვისთვის სხვადასხვა დროს რამდენი ზღაპრის მოგონება და მოყოლა მიწევდა. ამიტომ, ვფიქრობ, ახალი თოჯინური გმირების შექმნა არ გამიჭირდება. ჩემი ძირითადი შემფასებლები მეუღლე და შვილები არიან. რა თქმა უნდა, ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ და მათგან რჩევებსაც ვიღებ.- ოჯახურ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენი ქალიშვილებიდან რომელიმე თუ გაყვა თქვენს კვალს?- მართალია, როცა ამბობენ, რომ ოჯახში შექმნილ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს პატარებისთვის, ისინი ხომ იმას იმეორებენ, რასაც უფროსებისგან ხედავენ. ჩემს პატარა გოგონას ძალიან უყვარს ხატვა და თავისუფალ დროს სულ ხატავს. საჯარო სკოლაში ხატვის წრეზე დადიოდა.- რას მასალას იყენებს ხატვის დროს?- ის არა მარტო ფანქრით, გუაშით და აკვარელითაც ხატავს. არ აქვს მნიშვნელობა გამოვა თუ არა მხატვარი, მთავარია, ხელოვნების დამფასებელი იქნება და ეს კი ცხოვრებაში გემოვნებას და განწყობას ჩამოუყალიბებს.- თოჯინების გაკეთების დროს თუ გეხმარებათ?- ჩვენ ერთად ვარჩევთ ხოლმე თოჯინების ფერებს, იმას, თუ როგორი ფერის სამოსი ჩავაცვათ, როგორი თმის ფერი მოუხდებათ. მიხარია, რომ ოჯახის წევრებს მოსწონთ, რასაც ვაკეთებ. მათი ქება ყოველთვის იმის სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტი გავაკეთო.- ეს საქმე ალბათ ბედნიერებასაც განიჭებთ...- დიახ, ასეცაა, საყვარელი ადამიანებისთვის გულის გახარება ბედნიერებას მანიჭებს, ამიტომ სახლში არც ერთი თოჯინა აღარ მაქვს. მათი ნაწილი გაჩუქებულია, ნაწილი- შეკვეთით მოქსოვილი და გაყიდული. ეს, ერთი მხრივ, საწყენია, მაგრამ, მეორე მხრივ, მახარებს, რადგან იყიდება. იმას ნიშნავს, რომ ჩემი შრომა ფასდება.ნინო მამულაშვილი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260672167_0:0:1401:1051_1920x0_80_0_0_eee2f6d4b93ef1d6bec561da8cb16e5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საინტერესო ადამიანები , ინტერვიუ, საქართველო
საინტერესო ადამიანები , ინტერვიუ, საქართველო
სიყვარულით მოქსოვილი თოჯინები, რომელიც ცხოვრებას გიხალისებს
ნინო მელაძემ თოჯინების ქსოვა პანდემიის დროს დაიწყო.
დამეთანხმებით, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქმე, რომლითაც დაკავებული ხარ, სიამოვნებას განიჭებს. ჩვენი მასალის გმირიც მათ შორისაა, ნინო მელაძეს ზოგჯერ სინანულიც იპყრობს იმაზე, ადრე რატომ არ დაიწყო თოჯინების ქსოვა, რაც მთავარია, გაჩერებას აღარ აპირებს. ამბობს, რომ საკუთარი ხელნაკეთი არსებები ცოცხალივით უყვარს, ამიტომ სანამ ადრესატამდე მივლენ, მათ გულში იხუტებს და ეფერება, რადგან თითოეულ მათგანში დიდ სითბოსა და სიყვარულს აქსოვს. ოთხი ქალიშვილის დედამ თოჯინების ქსოვა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში გამოფენილი ნაკეთობები ახლობლებმა შეუქეს.
- ქალბატონო ნინო, რომელი იყო ნამუშევარი, რომელიც თქვენი საქმიანობის სტიმულად იქცა?
- თოჯინების ქსოვის სურვილი პანდემიის დროს გამიჩნდა. მინდოდა იძულებითი განმარტოების მოწყენილობა და ერთფეროვნება რაიმეთი გადამეფარა და ცხოვრება გამეხალისებინა. ვიფიქრე, იქნებ თოჯინების ქსოვა დავიწყო–მეთქი. ინტერნეტში როცა ვხედავდი ნაქსოვ თოჯინებს, ძალიან მომწონდა.
- ამ საქმეს თავისი წინაპირობაც ექნება, რა დაგეხმარათ?
- სხვათა შორის, ფანტაზიაც მიწყობს ხელს. წარმოიდგინეთ, ოთხი ბავშვისთვის სხვადასხვა დროს რამდენი ზღაპრის მოგონება და მოყოლა მიწევდა. ამიტომ, ვფიქრობ, ახალი თოჯინური გმირების შექმნა არ გამიჭირდება. ჩემი ძირითადი შემფასებლები მეუღლე და შვილები არიან. რა თქმა უნდა, ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ და მათგან რჩევებსაც ვიღებ.
- ოჯახურ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენი ქალიშვილებიდან რომელიმე თუ გაყვა თქვენს კვალს?
- მართალია, როცა ამბობენ, რომ ოჯახში შექმნილ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს პატარებისთვის, ისინი ხომ იმას იმეორებენ, რასაც უფროსებისგან ხედავენ. ჩემს პატარა გოგონას ძალიან უყვარს ხატვა და თავისუფალ დროს სულ ხატავს. საჯარო სკოლაში ხატვის წრეზე დადიოდა.
- რას მასალას იყენებს ხატვის დროს?
- ის არა მარტო ფანქრით, გუაშით და აკვარელითაც ხატავს. არ აქვს მნიშვნელობა გამოვა თუ არა მხატვარი, მთავარია, ხელოვნების დამფასებელი იქნება და ეს კი ცხოვრებაში გემოვნებას და განწყობას ჩამოუყალიბებს.
- თოჯინების გაკეთების დროს თუ გეხმარებათ?
- ჩვენ ერთად ვარჩევთ ხოლმე თოჯინების ფერებს, იმას, თუ როგორი ფერის სამოსი ჩავაცვათ, როგორი თმის ფერი მოუხდებათ. მიხარია, რომ ოჯახის წევრებს მოსწონთ, რასაც ვაკეთებ. მათი ქება ყოველთვის იმის სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტი გავაკეთო.
- ეს საქმე ალბათ ბედნიერებასაც განიჭებთ...
- დიახ, ასეცაა, საყვარელი ადამიანებისთვის გულის გახარება ბედნიერებას მანიჭებს, ამიტომ სახლში არც ერთი თოჯინა აღარ მაქვს. მათი ნაწილი გაჩუქებულია, ნაწილი- შეკვეთით მოქსოვილი და გაყიდული. ეს, ერთი მხრივ, საწყენია, მაგრამ, მეორე მხრივ, მახარებს, რადგან იყიდება. იმას ნიშნავს, რომ ჩემი შრომა ფასდება.