კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ - ომისა და ღალატის პარტიაა

© courtesy of party "Georgian Dream"ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მომხრეა
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ომისა და ღალატის პარტიაა და ეს კიდევ ერთხელ წამოსცდა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.
ალასანიამ აშშ-ში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დემოკრატიასაც აქვს თავისი ცუდი თვისებები. მან ამის მაგალითად დაასახელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემა - როდესაც ლაპარაკია, რომ მათ მხოლოდ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ, „რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე?", განაცხადა მან. ალასანიას თქმით, ის ამჯობინებს გაყოფილ, გახლეჩილ, ერთმანეთს დატაკებულ საქართველოს, რადგან „ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები".
„მთელი 20 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გეგმით მოქმედებს... ომი და გახლეჩა არის მათი პოლიტიკა. „ნაცმოძრაობა“ არის ომისა და ღალატის პარტია, ეს კიდევ ერთხელ წამოსცდა თემურ ალასანიას“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას".
ვინ არის დღეს თემურ ალასანია, გარდა იმისა, რომ ის სააკაშვილის ბიძაა, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. მედიის ცნობით, ის ბიზნესით არის დაკავებული. წარსულში, როგორც თავად ალასანიამ განუცხადა ჟურნალისტებს, ის 24 წლის განმავლობაში მუშაობდა გაეროში, განიარაღების საკითხებზე. ალასანია უარყოფდა, რომ მას სერიოზული გავლენა ჰქონდა სააკაშვილზე.
„ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში დაუშვებელია - წულუკიანი ალასანიას განცხადებაზე >>
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მომხრეა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მიზანი უახლოეს მომავალში რეალობა გახდეს.
ყველა ახალი ამბავი
0