ეროვნული ბანკი ემიგრანტების ფინანსურ განათლებაზე იზრუნებს

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
გამოწერა
ფინანსური განათლების აქტივობები ხელს უწყობს მიგრანტებს, მიიღონ მეტად გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები და უფრო ეფექტურად გამოიყენონ ემიგრაციაში გამომუშავებული თანხები.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ეროვნულმა ბანკმა ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა დაიწყო, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
პროგრამის „როგორ ვმართოთ ემიგრაციაში გამომუშავებული ფული უფრო ეფექტურად“ მიზანია ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების ინფორმირება მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი თემების შესახებ.
თემებს შორის, რომელთაც სწავლება მოიცავს, არის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ემიგრაციაში გამომუშავებული ფულის სწორად და ეფექტურად მართვა ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და დამატებითი შემოსავლების შექმნის მიზნით, თანხების სწორად ინვესტირება, ფინანსურ ბაზარზე არასანდო და სარისკო შემოთავაზებების ამოცნობა, ამ მიმართულებით არსებული რისკები და შესაძლებლობები.
ადამიანები მეტეხის ხიდზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
ვინ ჩამოვიდა საქართველოში და ვინ დატოვა ქვეყანა 2022 წელს: „საქსტატის“ მონაცემები
ტრენინგებს ეროვნული ბანკისა და „საქართველოს ბანკის" წარმომადგენლები ჩაატარებენ.
ეროვნული ბანკის აზრით, ფინანსური განათლების აქტივობები ხელს უწყობს მიგრანტებს, მიიღონ მეტად გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები და უფრო ეფექტურად გამოიყენონ ემიგრაციაში გამომუშავებული თანხები.
როგორც სებში აღნიშნავენ, მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მიგრანტთა უმეტესობას არ აქვს საბანკო ანგარიში გახსნილი არც საქართველოში და არც იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს და ხშირ შემთხვევებში, მიგრანტების ოჯახების მდგომარეობა წლების განმავლობაში არ უმჯობესდება.
ყველა ახალი ამბავი
0