https://sputnik-georgia.com/20230427/vin-camovida-qveyanasi-da-vin-datova-saqartvelo-saqstatis-monacemebi-2022-wels-277128698.html
ვინ ჩამოვიდა საქართველოში და ვინ დატოვა ქვეყანა 2022 წელს: „საქსტატის“ მონაცემები
ვინ ჩამოვიდა საქართველოში და ვინ დატოვა ქვეყანა 2022 წელს: „საქსტატის“ მონაცემები
Sputnik საქართველო
2023 წლის 1 იანვრის მონაცემებით, მიგრაციული სალდო დადებითია – 54.509 ჩამოსული ადამიანი. 27.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-27T19:52+0400
2023-04-27T19:52+0400
2023-04-27T22:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქსტატი
დემოგრაფია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/48/248384872_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_6783959b2722e3cfe142b55b917db81e.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 2022 წელს 100 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ხოლო 54.405 ადამიანი სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ ავრცელებს.2022 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 125.269 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25,3%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტთა რაოდენობა 142,9%-ით გაიზარდა და 179.778-ს გაუტოლდა. შესაბამისად, ქვეყანაში დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა.ემიგრანტი არის პირი, რომელმაც საქართველო დატოვა და ბოლო 12 თვის განმავლობაში, სულ მცირე, 183 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მანამდე კი მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში. იმიგრანტი არის პირი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და ბოლო 12 თვის განმავლობაში დარჩა ქვეყანაში არანაკლებ 183 დღის განმავლობაში. მანამდე საქართველო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა არ იყო.გასული წლის მონაცემებით, იმიგრანტების 84,3% და ემიგრანტების 86,7% შეადგენს შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობას (15–64 წლის ასაკობრივი ჯგუფი). 2022 წელს იმიგრანტების 30,3%-ს და ემიგრანტების 80,5%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ.2023 წლის 1 იანვრის მონაცემებით, მიგრაციული სალდო დადებითია – 54.509 ჩამოსული ადამიანი.მიგრაციის სალდო არის გარკვეულ პერიოდში სხვაობა ქვეყანაში ჩამოსულთა რაოდენობასა და გამგზავრებულთა რაოდენობას შორის.საქართველოს მოსახლეობამ 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 3.736,4 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 1,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/48/248384872_1520:474:3000:1584_1920x0_80_0_0_0b8ccc33112d8067d95ebb3cb4d059a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქსტატი, დემოგრაფია
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქსტატი, დემოგრაფია
ვინ ჩამოვიდა საქართველოში და ვინ დატოვა ქვეყანა 2022 წელს: „საქსტატის“ მონაცემები
19:52 27.04.2023 (განახლებულია: 22:18 27.04.2023) 2023 წლის 1 იანვრის მონაცემებით, მიგრაციული სალდო დადებითია – 54.509 ჩამოსული ადამიანი.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 2022 წელს 100 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ხოლო 54.405 ადამიანი სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ ავრცელებს.
2022 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 125.269 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25,3%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტთა რაოდენობა 142,9%-ით გაიზარდა და 179.778-ს გაუტოლდა. შესაბამისად, ქვეყანაში დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა.
ემიგრანტი არის პირი, რომელმაც საქართველო დატოვა და ბოლო 12 თვის განმავლობაში, სულ მცირე, 183 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მანამდე კი მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში. იმიგრანტი არის პირი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და ბოლო 12 თვის განმავლობაში დარჩა ქვეყანაში არანაკლებ 183 დღის განმავლობაში. მანამდე საქართველო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა არ იყო.
გასული წლის მონაცემებით, იმიგრანტების 84,3% და ემიგრანტების 86,7% შეადგენს შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობას (15–64 წლის ასაკობრივი ჯგუფი). 2022 წელს იმიგრანტების 30,3%-ს და ემიგრანტების 80,5%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ.
ქვეყნების ტოპ-ექვსეული საქართველოში მიგრაციის მიხედვით
მოქალაქეობა | იმიგრანტები | ემიგრანტები |
საქართველო | 54 405 | 100 802 |
რუსეთი | 62 304 | 5 935 |
უკრაინა | 20 716 | 2 004 |
ბელარუსი | 13 361 | 852 |
ინდოეთი | 3 948 | 1 412 |
2023 წლის 1 იანვრის მონაცემებით, მიგრაციული სალდო დადებითია – 54.509 ჩამოსული ადამიანი.
მიგრაციის სალდო არის გარკვეულ პერიოდში სხვაობა ქვეყანაში ჩამოსულთა რაოდენობასა და გამგზავრებულთა რაოდენობას შორის.
საქართველოს მოსახლეობამ 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 3.736,4 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 1,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.