https://sputnik-georgia.com/20231122/antievropuli-dezinformacia-papuasvili-saarcevno-barieris-dawevaze-284408629.html
„ანტიევროპული დეზინფორმაცია“ - პაპუაშვილი საარჩევნო ბარიერის დაწევაზე
„ანტიევროპული დეზინფორმაცია“ - პაპუაშვილი საარჩევნო ბარიერის დაწევაზე
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ ყველას მოუწოდა, შეწყვიტონ საარჩევნო ბარიერზე დეზინფორმაციის გავრცელება. 22.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-22T15:39+0400
2023-11-22T15:39+0400
2023-11-22T15:39+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277604017_0:0:929:523_1920x0_80_0_0_30980c37d250f5cebb3a12ca659e7a7d.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ყველა, ვინც აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოში 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევას მოითხოვს, სინამდვილეში ანტიევროპულ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარტიების უმრავლესობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების აზრით, საარჩევნო ბარიერი 2%-ს უნდა შეადგენდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყველას მოუწოდა, შეწყვიტონ ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელება საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტიების რეიტინგი ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. ცვლილებები არ იქნება - პარლამენტის სპიკერი პარტიებს არჩევნებისთვის მზადებისკენ მოუწოდებს>>მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" - 20%. მესამე ადგილს ხმების 4-4 პროცენტით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის". ტელეარხ „ფორმულის" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%. ასევე 4-4 პროცენტს იღებენ პარტიები „ხალხისთვის“, „ლეიბორისტული პარტია“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. პარლამენტში პარტიების სიმრავლეში ევროკავშირის ელჩი კარგს ვერაფერს ხედავს>>კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ", პარტია „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს. საქართველო და ევროკავშირი საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს. ევროკომისიის პირობების შესრულება: მმართველი გუნდი ყველა მხარესთან თანაშრომლობისთვის მზადაა>>საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას. ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277604017_0:0:929:697_1920x0_80_0_0_e3789cd1e8c73c2878d0891eb6ba7bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
„ანტიევროპული დეზინფორმაცია“ - პაპუაშვილი საარჩევნო ბარიერის დაწევაზე
პარლამენტის თავმჯდომარემ ყველას მოუწოდა, შეწყვიტონ საარჩევნო ბარიერზე დეზინფორმაციის გავრცელება.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ყველა, ვინც აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოში 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევას მოითხოვს, სინამდვილეში ანტიევროპულ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარტიების უმრავლესობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების აზრით, საარჩევნო ბარიერი 2%-ს უნდა შეადგენდეს.
„ევროკავშირი აცხადებს, რომ ხუთი პროცენტი არის ადეკვატური. ესეც გახლავთ ანტიევროპული დეზინფორმაცია, ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს ევროკავშირი ითხოვს საქართველოში ბარიერის დაწევას. ეს არის ანტიევროპული დეზინფორმაცია“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყველას მოუწოდა, შეწყვიტონ ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელება საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" - 20%. მესამე ადგილს ხმების 4-4 პროცენტით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
ტელეარხ „ფორმულის" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%.
ასევე 4-4 პროცენტს იღებენ პარტიები „ხალხისთვის“, „ლეიბორისტული პარტია“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ", პარტია „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.