თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
გამოწერა
დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 24-დან 55 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან.
უწყების ცნობით, პოლიციამ 20 პირიდან 9 თბილისში დააკავა - ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, მჭიდები და ვაზნები.
რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო–ზემო სვანეთის, კახეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის თანამშრომლემა 11 პირი დააკავეს.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, ცივი იარაღი, სანადირო თოფი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ აბრეზი, მცირეკალიბრიანი შაშხანა, ტყვიამფრქვევი, მჭიდები და ვაზნები.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0