საქართველოში ქირის გადაუხდელობის გამო გამოსახლების პროცედურა შეიძლება აღდგეს

© photo: Sputnik / Stringerათონელის ქუჩა თბილისში
ათონელის ქუჩა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
გამოწერა
მეიჯარეებს საშუალება ექნებათ დაარეგისტრირონ ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში და თუ მოიჯარე არ შეასრულებს ამ ხელშეკრულების პირობებს, მას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გაასახლებენ, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ბინის მესაკუთრეები მალე შეძლებენ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოასახლონ დამქირავებლები ქირის საფასურის გადაუხდელობის გამო, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ინიციატივა მალე საქართველოს პარლამენტს წარედგინება.
დამქირავებლების გამოსახლების პრობლემა გაჩნდა მას შემდეგ, რაც 2015 წელს ე.წ. საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი გაუქმდა. ახლა მფლობელებს უწევთ სასამართლოში იმის მტკიცება, რომ ბინის მოიჯარეებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ და ხშირად ასეთი სამართალწარმოება ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება.
იუსტიციის სამინისტრომ, რომლის დაქვემდებარებაშია აღსრულების ეროვნული ბიურო, მოამზადა ინიციატივა ქირის საფასურის გადაუხდელობის გამო დამქირავებლის გამოსახლების პროცედურის გამარტივების შესახებ.
იგეგმება სამშენებლო ამნისტია, რომელიც დაახლოებით მილიონ მოქალაქეს შეეხება >>
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საჯარო რეესტრში დაარეგისტრირონ ქირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იქნება, რომ მოქირავნის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის, მაგალითად, ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მის გამოსახლებას აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განახორციელებს.
საქართველოში ხშირია შემთხვევა, როდესაც მეიჯარეს უჭირს სასამართლოში თავისი სიმართლის დამტკიცება, რადგან ქონების იჯარით გაცემის ნოტარიულად გაფორმებული ხელშეკრულება არ არსებობს. შესაბამისად, სასამართლო პროცესი ჭიანურდება.
ყველა ახალი ამბავი
0