https://sputnik-georgia.com/20231120/turnava-gvaqvs-ambicia-gavxdet-finteq-xabi-284351912.html
თურნავა: გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ფინტექ-ჰაბი
თურნავა: გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ფინტექ-ჰაბი
Sputnik საქართველო
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული დელეგაციის სამუშაო შეხვედრები, მათ შორის - პანელური დისკუსიები, რეგულაციების მასტერ-კლასი და ინვესტორებთან შეხვედრები. 20.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-20T14:26+0400
2023-11-20T14:26+0400
2023-11-20T14:26+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0b/249418557_0:32:3000:1720_1920x0_80_0_0_8af57c7b1f35d526c48bb67dc255f6ef.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სინგაპურის FinTech Festival 2023-ის მონაწილეებს საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიის მიღწევები გააცნო, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სინგაპურის Fin Tech-ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ-გამოფენაა, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO-ში გაიმართა. წელს ღონისძიებას 140 ქვეყნიდან 60 ათასამდე მონაწილე დაესწრო.აღსანიშნია, რომ ეროვნული ბანკის დელეგაცია წელს პირველად მონაწილეობდა უმსხვილეს საერთაშორისო ფესტივალზე და ჰქონდა საკუთარი საგამოფენო სივრცე, სადაც მარეგულირებელთან ერთად, თანამონაწილის სტატუსით „საქართველოს ბანკი" და ქართული ფინტექ-სტარტაპი „ფეივი" იყო წარმოდგენილი. საქართველო ფესტივალზე მთავარი გზავნილით - „ფინანსური ტექნოლოგიები და შუა დერეფნის განვითარების იმპულსი“ წარსდგა.თურნავას განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ „შუა დერეფანში" ფინტექის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს.თურნავამ ღონისძიებაში მონაწილეობა ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის გუნდთან ერთად მიიღო.ეროვნული ბანკი სინგაპურის Fin Tech-ფესტივალზე მონაწილეობს>>>პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სინგაპურის ფინტექ-ფესტივალის ფარგლებში შეკრებილთ ასევე გააცნო ის ნაბიჯები, რაც სებ-მა ფინტექისა და ამ ინდუსტრიით დაინტერესებული ინვესტორებისთვის უკვე გადადგა. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს არის გამჭვირვალე და მოქნილი რეგულაციები ფინტექ-კომპანიებისთვის, რაც მათ ბიუროკრატიული პროცედურების თავიდან არიდების და უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში განვითარების საშუალებას მისცემს.სინგაპურის ფინტექ-ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ-გამოფენაა. გამოფენა ფინანსური ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს - ინვესტორებს, ანტრეპრენერებს, ექსპერტებსა და რეგულატორებს - საშუალებას აძლევს ერთმანეთთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაცვალონ ხედვები და გამოცდილება, მოიზიდონ ინვესტორები და ა.შ.ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული დელეგაციის სამუშაო შეხვედრები, მათ შორის - პანელური დისკუსიები, რეგულაციების მასტერ-კლასი და ინვესტორებთან შეხვედრები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0b/249418557_18:0:2685:2000_1920x0_80_0_0_a95f02233001cbd35eed3e8842c1af5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები
თურნავა: გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ფინტექ-ჰაბი
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული დელეგაციის სამუშაო შეხვედრები, მათ შორის - პანელური დისკუსიები, რეგულაციების მასტერ-კლასი და ინვესტორებთან შეხვედრები.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სინგაპურის FinTech Festival 2023-ის მონაწილეებს საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიის მიღწევები გააცნო, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინგაპურის Fin Tech-ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ-გამოფენაა, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO-ში გაიმართა. წელს ღონისძიებას 140 ქვეყნიდან 60 ათასამდე მონაწილე დაესწრო.
აღსანიშნია, რომ ეროვნული ბანკის დელეგაცია წელს პირველად მონაწილეობდა უმსხვილეს საერთაშორისო ფესტივალზე და ჰქონდა საკუთარი საგამოფენო სივრცე, სადაც მარეგულირებელთან ერთად, თანამონაწილის სტატუსით „საქართველოს ბანკი" და ქართული ფინტექ-სტარტაპი „ფეივი" იყო წარმოდგენილი.
საქართველო ფესტივალზე მთავარი გზავნილით - „ფინანსური ტექნოლოგიები და შუა დერეფნის განვითარების იმპულსი“ წარსდგა.
თურნავას განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ „შუა დერეფანში" ფინტექის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს.
„საქართველო უკვე არის ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კომუნიკაციების, ტურიზმის ჰაბი და გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ფინტექის ჰაბი - ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. შემდეგი ნაბიჯი სწორედ ქვეყანაში ფინტექ ინდუსტრიის განვითარება და ამ სფეროთი დაინტერესებული გლობალური ინვესტორებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება იქნება“, - განაცხადა თურნავამ.
თურნავამ ღონისძიებაში მონაწილეობა ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის გუნდთან ერთად მიიღო.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სინგაპურის ფინტექ-ფესტივალის ფარგლებში შეკრებილთ ასევე გააცნო ის ნაბიჯები, რაც სებ-მა ფინტექისა და ამ ინდუსტრიით დაინტერესებული ინვესტორებისთვის უკვე გადადგა. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს არის გამჭვირვალე და მოქნილი რეგულაციები ფინტექ-კომპანიებისთვის, რაც მათ ბიუროკრატიული პროცედურების თავიდან არიდების და უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში განვითარების საშუალებას მისცემს.
სინგაპურის ფინტექ-ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ-გამოფენაა. გამოფენა ფინანსური ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს - ინვესტორებს, ანტრეპრენერებს, ექსპერტებსა და რეგულატორებს - საშუალებას აძლევს ერთმანეთთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაცვალონ ხედვები და გამოცდილება, მოიზიდონ ინვესტორები და ა.შ.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული დელეგაციის სამუშაო შეხვედრები, მათ შორის - პანელური დისკუსიები, რეგულაციების მასტერ-კლასი და ინვესტორებთან შეხვედრები.