https://sputnik-georgia.com/20231116/erovnuli-banki-fin-tech-pestivalze-monawileobs-284270599.html
ეროვნული ბანკი სინგაპურის Fin Tech-ფესტივალზე მონაწილეობს
ეროვნული ბანკი სინგაპურის Fin Tech-ფესტივალზე მონაწილეობს
Sputnik საქართველო
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ქართული დელეგაციის სამუშაო შეხვედრები 16.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-16T19:12+0400
2023-11-16T19:12+0400
2023-11-16T19:12+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24539/48/245394890_1:0:3642:2048_1920x0_80_0_0_db7da7e1c366d2f70a751d83bb2d002f.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია პირველად არის წარმოდგენილი უმსხვილეს საერთაშორისო ფესტივალზე Singapore FinTech Festival 2023, ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სინგაპურის Fin Tech ფესტივალი უმსხვილეს საკონფერენციო-საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO ტარდება და წელს ღონისძიებას 140 ქვეყნიდან 60 ათასამდე მონაწილე დაესწრება.ეროვნულ ბანკს ფესტივალზე საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნება, სადაც მარეგულირებელთან ერთად, თანამონაწილის სტატუსით „საქართველოს ბანკი" და ქართული ფინტექ-სტარტაპი „ფეივი" იქნებიან წარმოდგენილი.ქართული დელეგაციის ძირითადი გზავნილი იქნება - ფინანსური ტექნოლოგიები და „შუა დერეფნის" განვითარების იმპულსი.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ღონისძიებაში მონაწილეობას ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის გუნდთან ერთად მიიღებს.სინგაპურის ფინტექ-ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ-გამოფენაა. გამოფენა ფინანსური ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს - ინვესტორებს, ანტრეპრენერებს, ექსპერტებსა და რეგულატორებს - საშუალებას აძლევს ერთმანეთთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაცვალონ ხედვები და გამოცდილება, მოიზიდონ ინვესტორები და ა.შ.ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ქართული დელეგაციის სამუშაო შეხვედრები, მათ შორის - პანელური დისკუსიები, რეგულაციების მასტერ-კლასი და ინვესტორებთან შეხვედრები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24539/48/245394890_456:0:3187:2048_1920x0_80_0_0_75527d40d66d05a45b7663ee39b6a88e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, ახალი ამბები
ეროვნული ბანკი სინგაპურის Fin Tech-ფესტივალზე მონაწილეობს
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ქართული დელეგაციის სამუშაო შეხვედრები
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია პირველად არის წარმოდგენილი უმსხვილეს საერთაშორისო ფესტივალზე Singapore FinTech Festival 2023, ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინგაპურის Fin Tech ფესტივალი უმსხვილეს საკონფერენციო-საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO ტარდება და წელს ღონისძიებას 140 ქვეყნიდან 60 ათასამდე მონაწილე დაესწრება.
ეროვნულ ბანკს ფესტივალზე საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნება, სადაც მარეგულირებელთან ერთად, თანამონაწილის სტატუსით „საქართველოს ბანკი" და ქართული ფინტექ-სტარტაპი „ფეივი" იქნებიან წარმოდგენილი.
ქართული დელეგაციის ძირითადი გზავნილი იქნება - ფინანსური ტექნოლოგიები და „შუა დერეფნის" განვითარების იმპულსი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ღონისძიებაში მონაწილეობას ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის გუნდთან ერთად მიიღებს.
სინგაპურის ფინტექ-ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ-გამოფენაა. გამოფენა ფინანსური ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს - ინვესტორებს, ანტრეპრენერებს, ექსპერტებსა და რეგულატორებს - საშუალებას აძლევს ერთმანეთთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაცვალონ ხედვები და გამოცდილება, მოიზიდონ ინვესტორები და ა.შ.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ქართული დელეგაციის სამუშაო შეხვედრები, მათ შორის - პანელური დისკუსიები, რეგულაციების მასტერ-კლასი და ინვესტორებთან შეხვედრები.