https://sputnik-georgia.com/20231120/qartul-ocnebasi-saakasvilis-bizis-gancxadeba-gaakritikes-284358380.html
„ქართულ ოცნებაში" სააკაშვილის ბიძის განცხადება გააკრიტიკეს
„ქართულ ოცნებაში" სააკაშვილის ბიძის განცხადება გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
მსგავსი განცხადებები აფხაზებსა და ოსებს შორის მღელვარებას იწვევს, მიიჩნევს პოლიტიკოსი. 20.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-20T17:27+0400
2023-11-20T17:27+0400
2023-11-20T17:27+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ქართული ოცნება
საქართველო
აფხაზეთი
ცხინვალის რეგიონი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280722094_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_6765e04e64a50cb2cdba9647e69668f7.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას განცხადება უპასუხისმგებლო და სულელურია, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ბექა დავითულიანმა. ალასანიამ მანამდე განაცხადა, რომ დემოკრატიასაც აქვს თავისი ცუდი თვისებები. მან ამის მაგალითად დაასახელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემა - როდესაც ლაპარაკია, რომ მათ მხოლოდ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ, „რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე?", განაცხადა მან. ალასანიას თქმით, ის ამჯობინებს გაყოფილ, გახლეჩილ, ერთმანეთს დატაკებულ საქართველოს, რადგან „ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები". როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მსგავსი განცხადებები აფხაზებსა და ოსებს შორის მღელვარებას იწვევს. „იქით მხარეს ხალხი გვისმენს და ვიღაცის მხრიდან უპასუხისმგებლოდ გაკეთებული ყოველი ასეთი სულელური განცხადება ძალიან მწვავედ არის აღქმული. თვალს ვადევნებ ხოლმე მათ მედიებს და ასეთ სისულელეზე ძალიან დიდი ვნებათა ღელვაა. იქ არავინ იცის, რომ, საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში თემურ ალასანიას არავინ არაფერს ეკითხება", - აღიშნა დავითულიანმა. საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. ვალდებულება არ გვაქვს - დავით ნარმანია აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე>>საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მომხრეა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მიზანი უახლოეს მომავალში რეალობა გახდეს.
საქართველო
აფხაზეთი
ცხინვალის რეგიონი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280722094_18:0:1155:853_1920x0_80_0_0_988474bda777443a611889414a8e1ae1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოცნება , საქართველო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოცნება , საქართველო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი
„ქართულ ოცნებაში" სააკაშვილის ბიძის განცხადება გააკრიტიკეს
მსგავსი განცხადებები აფხაზებსა და ოსებს შორის მღელვარებას იწვევს, მიიჩნევს პოლიტიკოსი.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას განცხადება უპასუხისმგებლო და სულელურია, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ბექა დავითულიანმა.
ალასანიამ მანამდე განაცხადა, რომ დემოკრატიასაც აქვს თავისი ცუდი თვისებები. მან ამის მაგალითად დაასახელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემა - როდესაც ლაპარაკია, რომ მათ მხოლოდ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ, „რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე?", განაცხადა მან. ალასანიას თქმით, ის ამჯობინებს გაყოფილ, გახლეჩილ, ერთმანეთს დატაკებულ საქართველოს, რადგან „ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები".
„თემურ ალასანიას ალბათ ვერ მოვთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. რამის გამომჩენი თუ იყო, აქამდე გამოიჩენდა, მაგრამ როდესაც აფხაზეთსა და ოსეთზე ვსაუბრობთ, ეს იმდენად სენსიტიური თემაა, რომ ყველამ უნდა დააძალოს საკუთარ თავს, მეტი იფიქროს, ვიდრე ასეთ მკვახე, მძიმე განცხადებებს გააკეთებს", - განაცხადა დავითულიანმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მსგავსი განცხადებები აფხაზებსა და ოსებს შორის მღელვარებას იწვევს.
„იქით მხარეს ხალხი გვისმენს და ვიღაცის მხრიდან უპასუხისმგებლოდ გაკეთებული ყოველი ასეთი სულელური განცხადება ძალიან მწვავედ არის აღქმული. თვალს ვადევნებ ხოლმე მათ მედიებს და ასეთ სისულელეზე ძალიან დიდი ვნებათა ღელვაა. იქ არავინ იცის, რომ, საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში თემურ ალასანიას არავინ არაფერს ეკითხება", - აღიშნა დავითულიანმა.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მომხრეა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მიზანი უახლოეს მომავალში რეალობა გახდეს.