https://sputnik-georgia.com/20231120/ekoaqtivistebis-aqcia-tbilissi-rawis-tyeebis-dasacavad-284356004.html
ეკოაქტივისტების აქცია თბილისში: აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ
ეკოაქტივისტების აქცია თბილისში: აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეებს სურთ გაიგონ სამინისტროს გეგმები რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. 20.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-20T16:16+0400
2023-11-20T16:16+0400
2023-11-20T16:16+0400
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000703_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_41ada0d3affb9878eb14fe86c1b86a54.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა ეკოაქტივისტებმა, რომლებიც რაჭის ტყეების დასაცავად გამოდიან, ორშაბათს, დილით გარემოს დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია განაახლეს და კიდევ ერთი მოთხოვნა წამოაყენეს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრა, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან. აქციის მონაწილეებს უნდათ გამოარკვიონ სამინისტროს გეგმები რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. მათ აქციაზე მიიტანეს ტრანსპარანტები წარწერებით „რაჭა არ იყიდება", „ვის ჰკითხეთ? ტყე ხალხს ეკუთვნის". აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები. ეკოაქტივისტების პროტესტი თბილისში უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. შაბათს, 18 ნოემბერს აქცია სამინისტროსთან 11 ადამიანის დაკავებით დასრულდა. მათ სამართალდამცველების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი. დაკავებულები მეორე დღეს გაუშვეს, სასამართლო კი 29 და 30 ნოემბერს დაინიშნა. რაჭაში ტყე არ გაყიდულა, სამონადირეო მეურნეობა არ მოეწყობა - სამინისტროს პასუხი აქტივისტებს>>ეკოაქტივისტები მოითხოვენ ხელისუფლების მიერ ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის 2022 წლის მარტში 49 წლის ვადით გაცემული ლიცენზიის გაუქმებას. საუბარია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104.712 ჰექტარ ტყის ტერიტორიაზე. ისინი ასევე მოითხოვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნის საკითხის განხილვას. გარემოს დაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საპროტესტო აქციის ჩატარების საფუძველი არ არსებობს და ტყუილია ინფორმაცია, რომ რაჭაში ტყე გაიყიდა. რაც შეეხება ხიდაშელისთვის ლიცენზიის გაუქმებას, საკითხს კანონის მიხედვით შესაბამის ვადებში განიხილავენ. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ხიდაშელმა დაარღვია შეთანხმების პირობები ლიცენზიის გადაცემის თაობაზე და არ ჩადო 5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციები სანადირო მეურნეობის შექმნის პროექტში. ეკოაქტივისტებს შორის არიან მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენლები. პროტესტი რაჭის ტყეების დაცვის მიზნით 46-ე დღეა გრძელდება.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000703_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_6f1e78e366eb0b61870bd436d8ba854b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, რაჭა-ლეჩხუმი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, რაჭა-ლეჩხუმი
ეკოაქტივისტების აქცია თბილისში: აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ
აქციის მონაწილეებს სურთ გაიგონ სამინისტროს გეგმები რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა ეკოაქტივისტებმა, რომლებიც რაჭის ტყეების დასაცავად გამოდიან, ორშაბათს, დილით გარემოს დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია განაახლეს და კიდევ ერთი მოთხოვნა წამოაყენეს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრა, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
აქციის მონაწილეებს უნდათ გამოარკვიონ სამინისტროს გეგმები რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. მათ აქციაზე მიიტანეს ტრანსპარანტები წარწერებით „რაჭა არ იყიდება", „ვის ჰკითხეთ? ტყე ხალხს ეკუთვნის". აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები.
ეკოაქტივისტების პროტესტი თბილისში უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. შაბათს, 18 ნოემბერს აქცია სამინისტროსთან 11 ადამიანის დაკავებით დასრულდა. მათ სამართალდამცველების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი. დაკავებულები მეორე დღეს გაუშვეს, სასამართლო კი 29 და 30 ნოემბერს დაინიშნა.
ეკოაქტივისტები მოითხოვენ ხელისუფლების მიერ ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის 2022 წლის მარტში 49 წლის ვადით გაცემული ლიცენზიის გაუქმებას. საუბარია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104.712 ჰექტარ ტყის ტერიტორიაზე. ისინი ასევე მოითხოვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნის საკითხის განხილვას.
გარემოს დაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საპროტესტო აქციის ჩატარების საფუძველი არ არსებობს და ტყუილია ინფორმაცია, რომ რაჭაში ტყე გაიყიდა.
რაც შეეხება ხიდაშელისთვის ლიცენზიის გაუქმებას, საკითხს კანონის მიხედვით შესაბამის ვადებში განიხილავენ. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ხიდაშელმა დაარღვია შეთანხმების პირობები ლიცენზიის გადაცემის თაობაზე და არ ჩადო 5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციები სანადირო მეურნეობის შექმნის პროექტში.
ეკოაქტივისტებს შორის არიან მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენლები.
პროტესტი რაჭის ტყეების დაცვის მიზნით 46-ე დღეა გრძელდება.