კომფორტის ზონა ფრთოსანი მეგობრებისთვის

© photo: courtesy of Mariam Okhanashviliმარიამ ოხანაშვილი
მარიამ ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
გამოწერა
სოციალურ ქსელებში ფერადი სახლების ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ყველა ადამიანს აქვს წარმოსახვაში საკუთარი ოცნების სახლი „აშენებული“. მსგავს თემაზე ამ მასალის გმირსაც ბევრი უფიქრია. მარიამ ოხანაშვილის ოცნების სახლი დიდი სივრცით და ნათელი ფერებით გამოირჩევა, ეზოთი, სადაც უამრავ მცენარეს გაახარებდა და მყუდრო გარემოს შექმნიდა. დღესაც შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ ეზოში დეკორატიული მცენარეები მოაშენოს. თუმცა მარტო საკუთარ კომფორტზე არ ფიქრობს. პროფესიით ბიოლოგი მცხეთის რაიონის სოფელ ქვემო ნიჩბისში დიდი ხანია, რაც ჩიტებისთვის ულამაზეს, ფერად-ფერად კომფორტულ სახლებს აკეთებს.
© photo: courtesy of Mariam Okhanashviliმარიამ ოხანაშვილის ნამუშევრები
მარიამ ოხანაშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
მარიამ ოხანაშვილის ნამუშევრები
- მარიამ, თუ წარმოიდგენდით, რომ თქვენი ნაკეთობები ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა?
- თავიდან მხოლოდ სახლის დეკორაციად დავამზადეთ, მაშინ ვერ ვიფიქრებდი, თუ ამდენ გამოხმაურებას და მოწონებას დაიმსახურებდა. ამ ყველაფერმა დიდი სტიმული მოგვცა და ახლა ამ საქმეს მეტი ხალისით და შემართებით ვაკეთებთ.
© photo: courtesy of Mariam Okhanashviliმარიამ ოხანაშვილი
მარიამ ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
მარიამ ოხანაშვილი
-პროფესიით ბიოლოგი ხართ...
- შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სფეროდან შორს არ წავსულვარ. ძალიან მიყვარს ყვავილების ბაღისა და ეზოს მცენარეების გაშენება და მათი მოვლა-პატრონობა, ასევე ეზოს სხვადასხვაგვარი დეკორაციების შექმნა. ერთ დღესაც ჩემმა საქმიანობამ ჩიტის სახლუკებამდეც მიმიყვანა.
© photo: courtesy of Mariam Okhanashviliმარიამ ოხანაშვილის ნამუშევრები
მარიამ ოხანაშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
მარიამ ოხანაშვილის ნამუშევრები
- პროფესიონალურ დონეზე თუ გიცდიათ ამ საქმის შესწავლა?
- ასეთი რამ არასდროს მიცდია, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, როცა საკუთარი სახლისა და ეზოს მოწყობაში აქტიურად ვარ ჩართული. საერთოდ კი დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი ასეთ საქმეს პროფესიონალურ დონეზე.
- როგორც ვიცი, განსხვავებულ სახლუკებს ამზადებთ...
- ასეა. დიზაინზე ყველა ერთად ვფიქრობთ ხოლმე. ზოგს კიბე აქვს, კარები და ფანჯრები, გაფორმებულია სხვადასხვა დეტალებით, რაც ამ სახლუკების დიზაინს უფრო ლამაზს და უჩვეულოს ხდის.
© photo: courtesy of Mariam Okhanashviliმარიამ ოხანაშვილი
მარიამ ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
მარიამ ოხანაშვილი
- მათში მარტო ბეღურები ბინადრობენ?
- სხვათა შორის, ასეთ სახლებს თუთიყუშებისთვისაც ყიდულობენ. ჩემს სახლუკებში კონკრეტულად რომელი ჩიტუნიები შედიან, ვერ გეტყვით. თუმცა ბევრი მომხმარებელი მიგზავნის ფოტოს, როგორ დაიდო მათში ბინა სხვადასხვა სახის ჩიტებმა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ ნაკეთობებს უფრო მეტად ალბათ დეკორატიული დატვირთვა აქვს.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0