TRACECA აზერბაიჯან-საქართველოს პორტებს შორის საკონტეინერო გადაზიდვის დაწყებას მიესალმება

© photo: Sputnik / Stringerრკინიგზის სადგური სამტრედიაში
რკინიგზის სადგური სამტრედიაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2023
გამოწერა
ამჟამინდელი სიტუაცია ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის საზღვრის გამტარუნარიანობის გაზრდა, განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. TRACECA (ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფანი) მზადაა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას მხარი დაუჭიროს, რათა შეამციროს დატვირთვა საგზაო გამშვებ პუნქტებზე, განაცხადა TRACECA-ს გენერალურმა მდივანმა, ასეტ ასავბაევმა საერთაშორისო ფორუმზე.
კონფერენცია „საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფანი: განვითარების იმპულსები ზანგილანიდან“ ორი ქვეყნის პორტებს შორის საკონტეინერო გადაზიდვებს მიეძღვნა. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის საკონტეინერო გადაზიდვის დაწყება საშუალებას მისცემს ზოგიერთი სატვირთო მანქანების გადამისამართებას რკინიგზით ტრანზიტზე.
„მოგეხსენებათ, 2023 წლის მაის-ივნისში საპილოტე ტვირთების გადაზიდვისას აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე 75 საათზე მეტი დაიხარჯა. არსებული ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის საზღვრის გამტარუნარიანობის გაზრდა. დარწმუნებული ვარ, ერთი გაჩერების შესახებ სამუშაო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის შესაძლებლობების განვითარებაში,“– განაცხადა ასეტ ასავბაევმა.
ასავბაევმა ასევე აღნიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოები ერთი გაჩერების საგუშაგოს შესაქმნელად, რომელიც იქნება პირველი მსგავსი რეგიონში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამუშაო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის შესაძლებლობების განვითარებაში“, - აღნიშნა ასავბაევმა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას.
საქართველო და ყაზახეთი „შუა დერეფნის" განვითარებაზე შეთანხმდნენ >>
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.
საქართველო და TRACECA
TRACECA (ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფანი) ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამაა, რომელიც 1993 წელს შეიქმნა.
საქართველო „ტრასეკას“ აქტიური წევრი 1993 წლის მაისში ბრიუსელში გამართული კონფერენციის შემდეგ გახდა, რომელმაც სათავე დაუდო TRACECA-ს, რომელსაც აფინანსებს ევროპის საბჭო და მიზნად ისახავს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ევროპიდან შავი ზღვის, კავკასიის, კასპიის ზღვის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებზე გასვლით.
საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი ევროპა–კავკასია–აზია (TRACECA) მოიცავს მონაწილე 13 ქვეყნის სატრანსპორტო სისტემებს, ასევე დამკვირვებელ ქვეყნებს TRACECA-ს მთავრობათშორის კომისიაში, რომლებიც გაერთიანებული არიან აღმოსავლეთი–დასავლეთის მიმართულების საერთაშორისო ტრანსპორტის შემდგომი განვითარების იდეით.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0