https://sputnik-georgia.com/20231119/ragbi-saqartvelo-18-wlamdelta-nakrebi-evropis-cempionatis-gamarjvebuli-mexuted-gaxda-284336137.html
რაგბი: საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მეხუთედ გახდა
რაგბი: საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მეხუთედ გახდა
Sputnik საქართველო
10-დან 18 ნოემბრის ჩათვლით პრაღაში 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. 19.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-19T12:40+0400
2023-11-19T12:40+0400
2023-11-19T12:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260412054_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_ea8f46973942f6a9bf9ff7b794725371.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები 19:3 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ კონტინენტური პირველობის გამარჯვებული გახდა.10-დან 18 ნოემბრის ჩათვლით პრაღაში 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. მასში რვა ქვეყანა მონაწილეობდა: საქართველო, ნიდერლანდები, ბელგია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, რუმინეთი და შვეიცარია.ქართველმა მორაგბეებმა ფინალამდე გზა დამაჯერებლად გაიარეს. გადამწყვეტ მატჩში უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და შესვენებამდე ორი ლელო დადეს. პირველი ტაიმი ანგარიშით 14:0 დასრულდა.საქართველოს რაგბის ნაკრებმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონთან ტესტ-მატჩი გამართოს >>მეორე ტაიმში სურათი დიდად არ შეცვლილა. ქართველ მორაგბეებს უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ გატანას, პორტუგალიელებმა კი ერთი პენალტი შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს.მატჩის დასკვნით ნაწილში პორტუგალიის ნაკრები ცდილობდა თამაშის გადარჩენას, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დასაჯა და მორიგი გარდასახვა შეასრულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260412054_201:0:2021:1365_1920x0_80_0_0_c92d8198aa965bcc514c1cb865607ae6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
რაგბი: საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მეხუთედ გახდა
10-დან 18 ნოემბრის ჩათვლით პრაღაში 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები 19:3 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ კონტინენტური პირველობის გამარჯვებული გახდა.
10-დან 18 ნოემბრის ჩათვლით პრაღაში 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. მასში რვა ქვეყანა მონაწილეობდა: საქართველო, ნიდერლანდები, ბელგია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, რუმინეთი და შვეიცარია.
ქართველმა მორაგბეებმა ფინალამდე გზა დამაჯერებლად გაიარეს. გადამწყვეტ მატჩში უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და შესვენებამდე ორი ლელო დადეს. პირველი ტაიმი ანგარიშით 14:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში სურათი დიდად არ შეცვლილა. ქართველ მორაგბეებს უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ გატანას, პორტუგალიელებმა კი ერთი პენალტი შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს.
მატჩის დასკვნით ნაწილში პორტუგალიის ნაკრები ცდილობდა თამაშის გადარჩენას, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დასაჯა და მორიგი გარდასახვა შეასრულა.