https://sputnik-georgia.com/20231113/---------284167823.html
საქართველოს რაგბის ნაკრებმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონთან ტესტ-მატჩი გამართოს
საქართველოს რაგბის ნაკრებმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონთან ტესტ-მატჩი გამართოს
Sputnik საქართველო
სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებმა 28 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ახალი ზელანდია დაამარცხა (12:11) და მეოთხედ მოიპოვა ტიტული 13.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-13T10:49+0400
2023-11-13T10:49+0400
2023-11-13T10:49+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/17/282589219_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_405f3738406b17632c777512a2a12496.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. რაგბის მსოფლიო თასის მფლობელმა, სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა 2024 წლის ზაფხულში საქართველოს ნაკრებთან შეიძლება ტესტ-მატჩი ჩაატაროს, იუწყება პორტალი TheSouthAfrican.com. საქართველოს ნაკრები სულ ორჯერ დაუპირისპირდა სამხრეთ აფრიკის ნაკრებს და ორივეჯერ დამარცხდა: 2023 წლის მსოფლიო თასზე - 19:46 და 2021 წელს ტესტ-მატჩში - 9:40. სამხრეთ აფრიკის ნაკრები ნოემბრის ტესტებზე არ ითამაშებს და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის რანგში პირველ შეხვედრას 2024 წლის ივლისში ჩაატარებს.პირველი მეტოქე კი ირლანდიის ნაკრები იქნება – ერთადერთი გუნდი, რომელმაც „ბოკე“ საფრანგეთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაამარცხა. სამხრეთაფრიკელები ირლანდიელებთან ორი მატჩის ჩატარებას გეგმავენ.სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი, ირლანდიელებთან მატჩის გარდა, 2024 წლის ივლისში ასევე ტიერ 2-ის დონის ნაკრებთან შეხვედრის შესაძლებლობასაც განიხილავს:„სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს ასევე შეუძლია ივლისის ტესტებში მეორე დონის გუნდებთან თამაში, როგორიცაა საქართველო", - წერს საიტი. სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებმა 28 ოქტომბერს მსოფლიო თასის ფინალში ახალი ზელანდია დაამარცხა (12:11) და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/17/282589219_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_7879be445138bbee6974fbb543b1591f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს რაგბის ნაკრებმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონთან ტესტ-მატჩი გამართოს
სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებმა 28 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ახალი ზელანდია დაამარცხა (12:11) და მეოთხედ მოიპოვა ტიტული
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. რაგბის მსოფლიო თასის მფლობელმა, სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა 2024 წლის ზაფხულში საქართველოს ნაკრებთან შეიძლება ტესტ-მატჩი ჩაატაროს, იუწყება პორტალი TheSouthAfrican.com.
საქართველოს ნაკრები სულ ორჯერ დაუპირისპირდა სამხრეთ აფრიკის ნაკრებს და ორივეჯერ დამარცხდა: 2023 წლის მსოფლიო თასზე - 19:46 და 2021 წელს ტესტ-მატჩში - 9:40.
სამხრეთ აფრიკის ნაკრები ნოემბრის ტესტებზე არ ითამაშებს და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის რანგში პირველ შეხვედრას 2024 წლის ივლისში ჩაატარებს.
პირველი მეტოქე კი ირლანდიის ნაკრები იქნება – ერთადერთი გუნდი, რომელმაც „ბოკე“ საფრანგეთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაამარცხა. სამხრეთაფრიკელები ირლანდიელებთან ორი მატჩის ჩატარებას გეგმავენ.
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი, ირლანდიელებთან მატჩის გარდა, 2024 წლის ივლისში ასევე ტიერ 2-ის დონის ნაკრებთან შეხვედრის შესაძლებლობასაც განიხილავს:
„სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს ასევე შეუძლია ივლისის ტესტებში მეორე დონის გუნდებთან თამაში, როგორიცაა საქართველო", - წერს საიტი.
სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებმა 28 ოქტომბერს მსოფლიო თასის ფინალში ახალი ზელანდია დაამარცხა (12:11) და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.