https://sputnik-georgia.com/20231119/batumsi-festivali-gandagana-gaimarteba-284335975.html
ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება
ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება
Sputnik საქართველო
ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი თავის უნიკალურ პროდუქციას, ხელოვნების ნიმუშებს, ტრადიციებსა და ფოლკლორს... 19.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-19T11:56+0400
2023-11-19T11:56+0400
2023-11-19T11:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ბათუმი
კულტურა საქართველოში
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0f/284245311_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_3a040b173ed3cceed36fd757b32bfc84.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მრავალი გასტრონომიული და გასართობი ღონისძიებით ბათუმის ევროპის მოედანზე 25-26 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.უწყების ცნობით, ორი დღის განმავლობაში საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი.უწყების ინფორმაციით, აჭარული რეწვის სივრცეს წელს „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს. აღნიშნულ სივრცეში აჭარული ყოფისთვის დამახასიათებელი მეთუნეობის, ფეიქრობის, მეტალურგიისა და ხის ნაკეთობების ავთენტური გარემო იქნება შექმნილი, რომელიც მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს.გარდა ამისა, ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში.ფესტივალზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან ანსამბლი „შვიდკაცა“, „აფხაზეთი“, ჯგუფი „გორდელა“, „ბანი“ და „მგზავრები“.სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 2015 წლიდან იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.წყარო - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0f/284245311_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_86e58fb9077bd71ec24bae41cadb8bb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ბათუმი , კულტურა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ბათუმი , კულტურა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში
ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება
ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი თავის უნიკალურ პროდუქციას, ხელოვნების ნიმუშებს, ტრადიციებსა და ფოლკლორს წარმოადგენს.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მრავალი გასტრონომიული და გასართობი ღონისძიებით ბათუმის ევროპის მოედანზე 25-26 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ორი დღის განმავლობაში საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი.
„წელს ფესტივალ „განდაგანას“ ფარგლებში მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აჭარული რეწვის სივრცეს წელს „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს. აღნიშნულ სივრცეში აჭარული ყოფისთვის დამახასიათებელი მეთუნეობის, ფეიქრობის, მეტალურგიისა და ხის ნაკეთობების ავთენტური გარემო იქნება შექმნილი, რომელიც მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში.
ფესტივალზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან ანსამბლი „შვიდკაცა“, „აფხაზეთი“, ჯგუფი „გორდელა“, „ბანი“ და „მგზავრები“.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 2015 წლიდან იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.