https://sputnik-georgia.com/20231118/policiam-tbilissi-rionis-xeobis-mcvelebis-aqciaze-13-piri-daakava-284333044.html
პოლიციამ თბილისში „რიონის ხეობის მცველების“ აქციაზე 13 პირი დააკავა
პოლიციამ თბილისში „რიონის ხეობის მცველების“ აქციაზე 13 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
მომიტინგეებმა გზის გადაკეტვა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან კარვების გაშლა სცადეს 18.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-18T20:43+0400
2023-11-18T20:43+0400
2023-11-19T01:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823625_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_11e183aa9e0fa1139a90e24824edb35c.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. რაჭის ტყეების დასაცავად თბილისში ეკოაქტივისტების მიერ გამართული აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და დაკავებებით დასრულდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან გზის გადაკეტვა და კარვების გაშლა სცადეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.რაჭის უნიკალური ტყეების შენარჩუნების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილი გახდა რაიონში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ლიცენზიის გაცემის შესახებ. გარემოს დაცვის სამინისტროში მანამდე განაცხადეს, რომ რაჭის ტყეებისთვის განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიების სტატუსის მინიჭება იგეგმება და ამან შესაძლოა გამოიწვიოს სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა.აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის „რიონის ხეობის მცველები“, რომლებიც ცნობილი არიან პროტესტით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოთხოვნა იყო შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და აღნიშნული საკითხის განხილვა.აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა და დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.13-ვე ადამიანი ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის დაკავებული.შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს, რომელიც მცირერიცხოვანი აქციების მონაწილეებს გზის გადაკეტვას უკრძალავს.წინასწარი მონაცემებით, დაკავებულთა შორის „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანია.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823625_146:0:2877:2048_1920x0_80_0_0_bc768e8a90bdbe6a78abb3ef519f459e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თბილისში „რიონის ხეობის მცველების“ აქციაზე 13 პირი დააკავა
20:43 18.11.2023 (განახლებულია: 01:43 19.11.2023) მომიტინგეებმა გზის გადაკეტვა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან კარვების გაშლა სცადეს
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. რაჭის ტყეების დასაცავად თბილისში ეკოაქტივისტების მიერ გამართული აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და დაკავებებით დასრულდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან გზის გადაკეტვა და კარვების გაშლა სცადეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
რაჭის უნიკალური ტყეების შენარჩუნების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილი გახდა რაიონში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ლიცენზიის გაცემის შესახებ. გარემოს დაცვის სამინისტროში მანამდე განაცხადეს, რომ რაჭის ტყეებისთვის განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიების სტატუსის მინიჭება იგეგმება და ამან შესაძლოა გამოიწვიოს სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა.
აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის „რიონის ხეობის მცველები“, რომლებიც ცნობილი არიან პროტესტით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოთხოვნა იყო შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და აღნიშნული საკითხის განხილვა.
აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა და დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.
13-ვე ადამიანი ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის დაკავებული.
შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს, რომელიც მცირერიცხოვანი აქციების მონაწილეებს გზის გადაკეტვას უკრძალავს.
წინასწარი მონაცემებით, დაკავებულთა შორის „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანია.